2025-01-08

01:24

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო

პოლიტიკა
06-01-2025 13:44

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს.

„მსჯელობისა და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და დახმარება გავუწიოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – აცხადებს პია კაუმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.

ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-01-06 13:44
პოლიტიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო

ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და დახმარება გავუწიოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციები

2025-01-06 13:02
სპორტი

საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ მასპინძელი რუმინეთი დაამარცხა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულ

დაძაბული გამოდგა მეორე ტაიმიც, რომელიც ქულა-ქულაში წარიმართა და გამარჯვეული ბოლო წამზე

2025-01-05 15:59
სპორტი

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარიამ ბოლქვაძე ანტონია რუჟიჩს შეხვდება

რაც შეეხება ბოლქვაძეს, 27 წლის მოთამაშე ამ მომენტისთვის კლასიფიკაციაში 208-ე ადგილზეა, ხოლო საუკეთესო შედეგი

2025-01-05 15:52
სპორტი

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას კრუზ ჰიუიტთან შეხვედრით დაიწყებს

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ქართველმა 2024 წელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 208-ე ადგილზე დაასრულა

2025-01-01 12:56
პოლიტიკა

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დ

კრიზისის მიზეზია საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან გადახვევა. ჩვენ არაერთხელ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები