2024-12-29

06:27

„ქართული ოცნების" დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება!

პოლიტიკა
28-12-2024 14:13
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება!
შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას და აღკვეთა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის უფლება საქართველოში.
გარდა ამისა, მათ ჩაუხერგეს გზა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს - მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია და საქართველოს კონსტიტუციის მიერ არის დაკანონებული. შედეგად, საქართველო რჩება მოწყვლადი რუსეთის წინაშე, რომელსაც ამ დრომდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ოც პროცენტზე მეტი.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ „ქართული ოცნების" ქმედებებს, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების, აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობას მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ხელყოფს.
ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის.

მსგავსი სიახლეები

2024-12-28 15:10
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა

სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე და ქალაქ თბილისის

2024-12-28 14:29
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა ერთადერთი რამის გამ

თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად

2024-12-28 14:13
პოლიტიკა

„ქართული ოცნების" დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება!

გარდა ამისა, მათ ჩაუხერგეს გზა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს - მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის დიდი

2024-12-27 11:24
პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება

დღის განმავლობაში დემონსტრანტებმა სხვადასხვა ქუჩაზე მსვლელობა გამართეს და, წინა დღეების მსგავსად, საღამოს პარლამენტის

2024-12-26 07:14
პოლიტიკა

ევროკომისიის წინადადება ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ

ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები