2024-12-23

18:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

პოლიტიკა
23-12-2024 11:22

მინდა, პირველ რიგში სამძიმრით დავიწყო. გუშინ, ხანძრის ჩაქრობის დროს, თბილისში, ვაკის რაიონში, დაიღუპა მეხანძრე-მაშველი, გიორგი ლელაშვილი, მე მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, ახლობლებს. მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით.

მინდა, შევეხო პოლიტიკურ თემებს. საკმაოდ მძიმე დღეები ჰქონდა ჩვენს ოპოზიციას გასული კვირის განმავლობაში. ჯერ იყო ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, რამაც მათ მძიმე დარტყმა მიაყენა, რაც შემდეგ გამოჩნდა მათი კომენტარებიდან. ამას დაემატა ეუთო/ოდორის ანგარიში, რომელიც რეალურად ადასტურებს, რომ საქართველოში წარმატებით შედგა საპარლამენტო არჩევნები. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის, რაზეც ისაუბრა გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რამდენიმე ძირითადი ბრალდება ჰქონდა ოპოზიციას და ასევე სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ხუთივე ეს ძირითადი ბრალდება სრულად გააბათილა ეუთო/ოდირის ანგარიშმა. პირველი ბრალდება ეხებოდა გაჟონვას და ეს არავითარ არსებით თემად არ იქნა დაფიქსირებული ეუთო/ოდირის ანგარიშში. რეალურად, უბნების 76 პროცენტში საერთოდ ხმის ფარულობის კუთხით არავითარი პრობლემა არ დაუდგენია ეუთო/ოდირს. დანარჩენ შემთხვევაში დადგინდა მხოლოდ ცალკეული შემთხვევები. პირველი ბრალდება მთლიანად გაბათილდა, რაც ეხებოდა ხმის ფარულობას. რაც შეეხება ემიგრანტების მიერ ხმის მიცემას, ეს საკითხი საერთოდ არ მიიჩნია რელევანტურად ეუთო/ოდირმა. შესაბამისად, ამ ნაწილშიც მათი ყალბი ბრალდებები მთლიანად იქნა გაბათილებული. მესამე - კარუსელი. გახსოვთ ამასთან დაკავშირებით განცხადებები, ბრალდება, თითქოს 300 ათასი ხმა იყო გაყალბებული ასეთი მეთოდებით, ასევე გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ზუსტად 17-ჯერ აძლევდა ერთი და იგივე ამომრჩეველი ხმას სხვადასხვა უბანში, ამასთან დაკავშირებითაც ბრალდება თავიდან ბოლომდე იქნა გაბათილებული. საერთოდ არ მიიჩნია ეს საკითხი რელევანტურად ეუთო/ოდირმა. ამაზე საერთოდ არ არის საუბარი ეუთო/ოდირის დასკვნაში. რუსეთის ჩარევა, ესეც კიდევ ერთი ყალბი ბრალდება. არავითარი მინიშნებაც კი არ არის ამასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაში. რაც შეეხება ძალადობას, ძალადობასთან დაკავშირებით საუბარია მხოლოდ იზოლირებულ შემთხვევებზე. შესაბამისად, ყველა ბრალდება იქნა გაბათილებული, რასაც აყენებდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია.

შესაბამისად, ეუთო/ოდირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით შედგა. შესაბამისად, კიდევ უფრო დამძიმდა ემოციური ფონი ოპოზიციაში, ასევე, კიდევ უფრო მეტად დაუმძიმდა ემოციური ფონი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ამ ისტერიულ ფონზე გუშინ საინტერესო დისკუსია შედგა სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შორის, მათ შორის NGO-ების წარმომადგენლებს შორის.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ, არ ვიცი რა წრეში, მათ ჰქონდათ სერიოზული მსჯელობა არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და რეალურად, ოპოზიციური სპექტრი და NGO-ები სალომე ზურაბიშვილმა შეკრიბა სწორედ იმ განზრახვით, რომ მას გუშინ უნდა დაენიშნა საპარლამენტო არჩევნები. მიზანი იყო ცხადი, აჟიოტაჟის შექმნა. ხედავთ, რომ ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 ათას კაცამდე ძლივს შეკრიბეს. აზიარებდნენ შარშანდელი აქციის ფოტომასალას. პირველი - ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს მთელი ამ კვირების განმავლობაში პოლიციის გამოწვევა, ვეღარ ახერხებენ ძალადობით პოლიციისთვის ასეთი გამოწვევის შექმნას. შესაბამისად, არის მძიმე ემოციური ფონი და არის ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში და ეს, ბუნებრივია, აისახება სალომე ზურაბიშვილზეც. საბოლოო ჯამში შედგა ბრიფინგი, თუმცა ეს ინიციატივა ამ ბრიფინგზე არ გაჟღერდა, ვიღაც ჭკვიანმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს, ეს არ გაეკეთებინა.

რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, აქ სამართლებრივად მარტივად არის საქმე, არჩევნების დანიშვნას აქვს სამი კონკრეტული საფუძველი ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით. რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს. ცესკომ შეაჯამა არჩევნების შედეგები, სასამართლოშიც განხილული იქნა ყველა საჩივარი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თავად სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურ პარტიებთან და „ენჯეოებთან" ერთად და საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა. შესაბამისად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად. რაც შეეხება მორიგ არჩევნებს, მორიგი არჩევნები ინიშნება მას შემდეგ, რაც პარლამენტს ამოეწურება უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა. ცხადია, რომ ეს საფუძველიც არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნები, კონსტიტუციის თანახმად, ინიშნება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ნდობას არ უცხადებს მთავრობის შემადგენლობას. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას, შესაბამისად, ეს მესამე საფუძველიც არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილება, განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური, თუმცა კომიკურთან ერთად ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, თავისუფლების აღკვეთის სახით. ვიღაც ჭკვიანმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს, ეს არ გაეკეთებინა. მან, საბოლოო ჯამში, ითხოვა ერთი დღე, დღეს 21:00 საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისათვის. ვნახოთ, ვინ გადაწონის, ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის ვიღაც ჭკვიანი. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ „დიფ სთეითი" არ ჩერდება, თუმცა, ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს და არა მხოლოდ სახელმწიფოს დაიცავს, არამედ, სისტემასაც ბოლომდე გაწმენდს აქაური „დიფ სთეითის" ნარჩენებისგან. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების წინაშე.


მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-12-23 12:14
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ,,ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი საქართველოშ

მშვიდობის ცეცხლი" ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს, გადაეცემა. დღეიდან

2024-12-23 12:02
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში სამდღიანი ვიზიტი 20 დეკემბერს გამართული პრესკონფერე

საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა. ქვეყანა ხასიათდება პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო

2024-12-23 11:36
პოლიტიკა

თეოდოროს რუსოპულოსი - მინდა, შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია

მინდა, შევახსენო პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, რომ მისიქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია. პირდაპირი მუქარა, რომელიც

2024-12-23 11:22
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

მინდა, შევეხო პოლიტიკურ თემებს. საკმაოდ მძიმე დღეები ჰქონდა ჩვენს ოპოზიციას გასული კვირის

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები