მამუკა მდინარაძე - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტით და ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან შეხვედრით, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები დასრულდა.
„მგონი, აქ ძალიან მოკლე პასუხია საჭირო – ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ ვეღარ გაგრძელდება, რადგან ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა, შეიძლება ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 21 დეკემბერს დასრულდება.
ნანახია: 92
მსგავსი სიახლეები
clickss