საქართველოში მიმდინარე აქციებს ევროპარლამენტარებიც შეუერთდნენ
საქართველოში ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები მე-16 დღეა გრძელდება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
ევროკავშირთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას დედაქალაქ თბილისში შეკრებილი ათასობით ადამიანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტეს პარლამენტის შენობის წინ.
თავის მხრივ, გუშინ ევროპარლამენტის (EP) დეპუტატების დელეგაციას საქართველოში სხვადასხვა შეხვედრები ჰქონდა.
დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციის ლიდერებს.
თავის მხრივ, სქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლის ბოლომდე შეჩერდა და განაცხადა, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს საშინაო საქმეებში ერევა.
ნანახია: 158
მსგავსი სიახლეები
clickss