საქართველოში საპროტესტო აქციები მე-12 დღეა გრძელდება!
საქართველოს მთავრობის მხრიდან, ევროკავშირთან წარმოებული მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
საპროტესტო აქციების მე-12 დღეს დემონსტრანტები ღამით დედაქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ისევ შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებში დაკავებულების გათავისუფლებას და საპარლამენტო არჩევნების განახლებას ითხოვდნენ, ევროკავშირის, საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების დროშებს ატარებდნენ და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც შოთა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, შუაღამის შემდეგ დაიწყეს დაშლა.
საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმშიც.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს, 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების განახლებისკენ მოუწოდა, ოპოზიცია და ევროკავშირის მომხრე აქტივისტები ქუჩაში გამოვიდნენ და აქციების მოწყობა დაიწყეს.
პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და აშანტაჟებს მათ ფულით და თქვა: „ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების დღის წესრიგი, 2028 წლის ბოლომდე შევაჩეროთ“.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანა 2030 წელს გახდეს ევროკავშირის სრული წევრი.
ნანახია: 92
მსგავსი სიახლეები
clickss