ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტს: „ევროკავშირი თქვენ მხარესაა“
ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა გასულ ღამეს X-ზე დაწერა, რომ ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.
მათ განიხილეს საქართველოში არსებული „შემაშფოთებელი ვითარება“.
„ვაფასებ ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას განაგრძოს სიარული ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს მარტა კოსი X-ზე. „აუცილებელია თქვენი ნების პატივისცემა. საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება. ევროკავშირი თქვენ მხარესაა“.
მანამდე, 1 დეკემბერს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და მარტა კოსმა გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმად ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების გამო იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება არ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 109
მსგავსი სიახლეები
clickss