2024-11-27

09:36

საქართველოს ახალ პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

პოლიტიკა
26-11-2024 13:08

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი 14 დეკემბერი დაამტკიცა. პარლამენტის დეპუტატებს ეს საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.

კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 85-მა წევრმა. არჩევნების 14 დეკემბერს ჩატარებას მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ.

ამასთან, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება.

პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება.

კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები (109 წევრი) 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება.

საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას თუ ვერ მოაგროვებს, გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება არჩევა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტად 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, ინაუგურაცია კი 16 დეკემბერს გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

2024-11-26 13:08
პოლიტიკა

საქართველოს ახალ პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული,

2024-11-26 10:49
პოლიტიკა

პრეზიდენტი - დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავ

მეცოდება, პირველ რიგში, კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა,

2024-11-25 17:44
პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

​შალვა პაპუაშვილი 2020 წლის 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით აირჩიეს მეათე მოწვევის

2024-11-25 17:01
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეროვნული ინტერესი მარტივია - ჩვენ უნდა გავამთლიანოთ სამშობლო და განვავითაროთ

გამარჯვების, რომელმაც განამტკიცა და შეინარჩუნა განვლილი 12 წლის განმავლობაში მიღწეული ყველა შედეგი. ეს შედეგი წარმოადგენს იმ

2024-11-25 16:48
პოლიტიკა

საქართველოს ახალი პარლამენტი ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად პირველი სხდომისთვის შეიკრიბა

საქართველოს დედაქალაქ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაში ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები