2024-11-27

09:46

პრეზიდენტი - დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან!

პოლიტიკა
26-11-2024 10:49

მოგესალმებით!

მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და გული ყველას უნდა გვტკიოდეს, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს. საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან! 

მეცოდება, პირველ რიგში, კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, თავზე დაეხია კონსტიტუცია. 

მეცოდება ყველა ის პარლამენტარი, რომელიც დღეს გაყინული სახით იჯდა, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ მათ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით თუ კვირით არ ვიცი, ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ, არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნიათ.

მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს  ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო კადრი, ერთი მეორეს მისალმების, თუ დაჩოქების. 

სამაგიეროდ, არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს!

არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ, ძალიან მალე ხელში აიღონ ამ ქვეყნის მომავლის სადავეები. 

თუ რამეს ვხედავთ, ეს არის ის, რომ თქვენი დრო მოვიდა, რომ ის ძველი დრო, რომელიც დღევანდელ პარლამენტშია ასახული ნამდვილად დამთავრდა და საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე ახალი არჩევნების დრო დადგება, რომელიც ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს და ეს დრო ნამდვილად მოდის!

ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არ არის, რომ მაინცდამაინც ყოველდღე ვიდგეთ სადმე, ჩვენი მთავარი მოვალეობა მომზადებაა. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან მიატოვონ საქართველო; იმედი უნდა გვქონდეს იმისი, რომ ამ ქვეყნის ეს მომავალი ჩვენია -  ყველასი!

და... მე, როცა გადავწყვეტ რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, ყოველ ჯერზე, წინასწარ გეტყვით, გეტყვით რისთვის მივდივარ, გეტყვით ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები.

და მე აქ ვიქნები, (ეს უკვე გითხარით) და ერთად მოვემზადებით ახალი არჩევნებისთვის!

მსგავსი სიახლეები

2024-11-26 13:08
პოლიტიკა

საქართველოს ახალ პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული,

2024-11-26 10:49
პოლიტიკა

პრეზიდენტი - დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავ

მეცოდება, პირველ რიგში, კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა,

2024-11-25 17:44
პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

​შალვა პაპუაშვილი 2020 წლის 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით აირჩიეს მეათე მოწვევის

2024-11-25 17:01
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეროვნული ინტერესი მარტივია - ჩვენ უნდა გავამთლიანოთ სამშობლო და განვავითაროთ

გამარჯვების, რომელმაც განამტკიცა და შეინარჩუნა განვლილი 12 წლის განმავლობაში მიღწეული ყველა შედეგი. ეს შედეგი წარმოადგენს იმ

2024-11-25 16:48
პოლიტიკა

საქართველოს ახალი პარლამენტი ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად პირველი სხდომისთვის შეიკრიბა

საქართველოს დედაქალაქ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაში ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები