პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს
საქართველოს პარლამენტმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩია.
შალვა პაპუაშვილის არჩევას პარლამენტის 88 წევრმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
შალვა პაპუაშვილი 2020 წლის 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით აირჩიეს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრად.
2020 წლის 15 დეკემბერს აირჩიეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; ხოლო 2021 წლის 31 მარტს - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.
2021 წლის 29 დეკემბერს შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ნანახია: 175
მსგავსი სიახლეები
clickss