2024-11-13

05:27

ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲡᲐᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲝᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ ᲟᲔᲜᲔᲕᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲛᲝᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔᲑᲔᲑᲘᲡ 62-Ე ᲠᲐᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ

პოლიტიკა
07-11-2024 15:08

2024 წლის 5-6 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.

მოლაპარაკების რაუნდში ასევე მონაწილეობდნენ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე  ქართულმა  დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების  დესტრუქციული ქმედებებზე.

სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ტრადიციულად  დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

2024-11-12 18:18
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა COP29-ის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - Energy:

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას

2024-11-12 11:50
პოლიტიკა

ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა რუსთაველის გ

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა, ესტონეთის პარლამენტის

2024-11-12 11:28
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

მხარეებმა კონფერენციაზე განსახილველ საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში

2024-11-12 10:44
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო!

შეკრების პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მოახლოებული მომდევნო მატჩების შესახებ ლევან შენგელიამ და ანზორ მექვაბიშვილმა

2024-11-11 12:14
სპორტი

ისტორიაში პირველად ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი წყვილი გრან-პრის სერიის ეტაპის გამარჯვებულია

სპორტსმენებმა ორი პროგრამის შედეგად დაგროვებული 213,05 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები და NHK-ის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები