2025-10-21

01:20

მეთიუ მილერი - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ეს მკაფიოდ ვაჩვენეთ

პოლიტიკა
05-11-2024 10:55

ჩვენ განვაგრძობთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მის გამოყენებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მ. მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „საქართველის მთავრობამ უარი თქვა საერთაშორისო გამოძიებაზე. პარალელურად, ქვეყანაში დემონსტრაციებია. ოპოზიციამ განაცხადა, რომ უწყვეტი პროტესტი ექნებათ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც მათ ამერიკისა და დასავლეთისადმი აქვთ, არის ის, რომ ახსენოთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგახართ და მხარს უჭერთ მათ“.

მ. მილერმა აღნიშნა, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან და მათ ეს მკაფიოდ აჩვენეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ეს მკაფიოდ ვაჩვენეთ. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ამბიციას, გახდნენ ევროკავშირის წევრი და მათ შემდგომ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ პარტნიორებთან. როგორც იცით, ჩვენ გადახედვის პროცესში გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი დახმარება და შევაჩერეთ ამ დახმარების 95 მილიონი დოლარი იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც მათ გადადგეს. ჩვენ განვაგრძობთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მის გამოყენებას“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

2025-10-13 12:30
პოლიტიკა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვე

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები