2025-09-18

01:01

ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ

პოლიტიკა
30-10-2024 11:14
ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ქართველი ხალხის გვერდით დგას, მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი.
მასში კერძოდ აღნიშნულია: "ღრმად ვარ შეშფოთებული ამ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის, იმგვარი კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც რუსული კანონების მსგავსად ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცეს.
ახლახან ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიბაღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა, გააუქმოს კანონები, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის კანონი,” რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყონებლივ დაიწყოს არჩევნების სანდოობასთან დაკავშრებით ინკლუზიური დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება", - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-09-17 14:09
პოლიტიკა

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით

2025-09-15 17:54
პოლიტიკა

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები