2024-10-18

06:41

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

პოლიტიკა
23-07-2024 12:33

მიმდინარე წლის 22 ივლისს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა.  ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრას საქართველოს  მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო საუდის არაბეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვალიდ ა. ელხერეიჯი უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს 2024 წლის იანვარში ქ. რიადში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამართულ ვიზიტს  და ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომისა და  მემორანდუმის მიხედვით დაგეგმილი ღონისძიებების დროულად განხორციელების აუცილებლობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, ხაზგასმით აღინიშნა  წარმატებული თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობა, ბიზნესდელეგაციების ურთიერთგაცვლა და უწყებათაშორისი აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობა.  მხარეებმა კმაყოფილებით აღინიშნეს საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ტურისტების მზარდი დინამიკა, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მოქმედი პირდაპირი ავიარეისები.

მინისტრის მოადგილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მიმართულებით. ამ მხრივ, გამოითქვა იმედი, რომ ახლო მომავალში სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს არსებულ თანამშრომლობას.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია რეგიონში არსებული გამოწვევებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

2024-10-17 17:48
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს კონგრესის დეკლარაცია - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის

ამასთან, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ არსებობს მზარდი შეშფოთება საქართველოს ოფიციალური პირების ერთგულებაზე დაიცვან ევროპული

2024-10-16 14:20
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება!

შეგახსენებთ ეკა გიგაურის მაშინდელ სკანდალურ განცხადებას - „ოცნებამ პირადობის ყალბი მოწმობების ბეჭდვა დაიწყო, რასაც სერვისების

2024-10-16 10:51
სპორტი

ისტორიული შედეგი - ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში ითამაშებს!

ამ გამარჯვებით, რამაზ სვანაძის გუნდმა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა

2024-10-15 12:56
სპორტი

VIDEO/საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ალბანეთის წინააღმდეგ გამა

ერთა ლიგა არის ასევე მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. აუცილებლად გვჭირდება სათადარიგო გეგმები განსხვავებული

2024-10-15 12:43
სპორტი

ქართველი სთრონგმენი ნიკა ლეკაიძე ევროპის ,,არნოლდ კლასიკის" აბსოლუტური ჩემპიონია

არნოლდ კლასიკზე" ცალკეულ მოძრაობაში ბრინჯაოს მედალი გიორგი ონიანმა მოიპოვა, ოქროს მედალს კი ლაშა ჯოხაძე დაეუფლა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები