2024-07-08

20:18

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იშიზუკა ჰიდეკისთან

პოლიტიკა
05-07-2024 16:55

2024 წლის 2 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიზუკა ჰიდეკისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-იაპონიის  ორმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მის დადებით დინამიკაზე, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, კერძოდ, განხილულ იქნა ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროებში.  

საუბარი შეეხო  რეგიონულ და ერთობლივ პროექტებსაც. აღინიშნა, რომ ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა საქართველოსა და იაპონიას შორის.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

მსგავსი სიახლეები

2024-07-08 17:14
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საგარეო საქმეთა მინისტრი 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს, 10 ივლისს

2024-07-08 11:19
სპორტი

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონს, მირანდა კაპანაძეს უმ

ქუთაისის თეატრი ქართველ ევროპის ჩემპიონს, რომელიც ჭიათურიდანაა, თავისი ბოლო დროის ყველაზე წარმატებული სპექტაკლით

2024-07-05 16:55
პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იში

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, კერძოდ, განხილულ

2024-07-05 00:31
სპორტი

ეროვნულ ნაკრებს ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გადაეცა

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია, გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა

2024-07-04 11:23
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები