2024-07-07

04:05

პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
04-07-2024 11:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებებს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას.

განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში კონსტრუქციული დიალოგის წარმართვაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ხელშესაწყობად.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

 მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-07-05 16:55
პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იში

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, კერძოდ, განხილულ

2024-07-05 00:31
სპორტი

ეროვნულ ნაკრებს ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გადაეცა

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია, გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა

2024-07-04 11:23
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის

2024-07-03 11:24
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი - მინდა, ერთობის სახელით, ეს ჯილდო გადავცე ბიჭებს და ვუსურვო, რომ გზა მათი გა

მე მინდა, რომ თქვენი სახელით, ერთობის სახელით გადავცე ეს ჯილდო ბიჭებს, რადგან ეს ჯილდო არის მთავრობის, პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო და ვუსურვოთ

2024-07-02 14:35
სპორტი

VIDEO: ევრო 2024-ის აღმოჩენა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა

ფეხბურთელები და მწვრთნელები კი ერთხმად ამბობენ, რომ ქომაგის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა რთული იქნებოდა. შედეგი კი ბევრისთვის მოულოდნელი იყო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები