2024-07-07

06:33

საქართველოს პრეზიდენტი - მინდა, ერთობის სახელით, ეს ჯილდო გადავცე ბიჭებს და ვუსურვო, რომ გზა მათი გამარჯვებისა უსასრულო ყოფილიყოს

პოლიტიკა
03-07-2024 11:24

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, თავისუფლების მოედანზე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების დახვედრის სახალხო ზეიმს შეუერთდა და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები პირადად გადასცა. 

,,სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული, ამ ბიჭების სასწაულით გახარებული, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის. ეს შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარულია და ეს ყველაფერი ამ ბიჭებს ისე აქვთ შერწყმული, რომ მიუღწეველს მიაღწიეს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ძალიან დიდი მადლობა მათ, თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის. 

მე მინდა, რომ თქვენი სახელით, ერთობის სახელით გადავცე ეს ჯილდო ბიჭებს, რადგან ეს ჯილდო არის მთავრობის, პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო და ვუსურვოთ, რომ გზა მათი გამარჯვებისა უსასრულო ყოფილიყოს”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისათვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:

  • სანდრო ალთუნაშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • გიორგი გველესიანი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • გიორგი გოჩოლეიშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • ლუკა გუგეშაშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • ზურიკო დავითაშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • ლაშა დვალი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი 
  • ბუდუ ზივზივაძე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • ოთარ კაკაბაძე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • ჯაბა კანკავა - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • გურამ კაშია - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, კაპიტანი
  • ხვიჩა კვარაცხელია - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • ნიკა კვეკვესკირი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • სოლომონ კვერკველია - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • ოთარ კიტეიშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • გიორგი ლორია - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • ლუკა ლოჩოშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • გიორგი მამარდაშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • ვლადიმერ მამუჩაშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • ანზორ მექვაბიშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • საბა საზონოვი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • გიორგი ქვილითაია - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • გიორგი ქოჩორაშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • ლევან შენგელია - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • გიორგი ჩაკვეტაძე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • გიორგი წიტაიშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
  • ვილი სანიოლი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი
  • ფაბიენ ბოსუე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი
  • დავით გვარამაძე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი
  • ადელ შედლი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი
  • ზურაბ ხიზანიშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი
  • ლევან კობიაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
  • დავით მუჯირი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი
  • კახა ჭუმბურიძე - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისათვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:

  • აკაკი ალადაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  ვიცე-პრეზიდენტი
  • ალექსანდრე იაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  ვიცე-პრეზიდენტი
  • ნიკოლოზ ჯღარკავა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  ვიცე-პრეზიდენტი
  • ზაზა ზამთარაძე - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი.

ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გასვლის ხელშეწყობისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:

  • ოთარ გიორგაძე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მედია ოფიცერი
  • გელა გუჩუა - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ადმინისტრატორი
  • გიორგი დვალიშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოპერატორი
  • ვლადიმერ დვალიშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპორტული მენეჯერი
  • გიორგი დუღაძე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების უსაფრთხოების ოფიცერი
  • ლევან ზამთარაძე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ანალიტიკოსი
  • კონსტანტინე თედელური - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შეფ-მზარეული
  • გიორგი კაციტაძე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მენეჯერი
  • ლაშა კუპრაშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფოტოგრაფი
  • ბაჩანა-კარლო ლაგვილავა - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიდეო კონტენტის მენეჯერი
  • გრიგოლ ლეჟავა - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ადმინისტრატორი
  • დიმა ნებიერიძე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სოციალური მედია მენეჯერი
  • გიორგი ქოჩლაძე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ადმინისტრატორი
  • ირაკლი ჩიტაური - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ანალიტიკოსი
  • ლევან ხარაზოვი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მედია ოფიცერი.

ისტორიული სპორტული მიღწევის -  2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გასვლის ხელშეწყობისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:

  • მიხეილ აბრამიშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი
  • გიორგი ბჟალავა - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი
  • თენგიზ გულბიანი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი
  • დევიდ ვები - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასისტენტ მწვრთნელი
  • გიორგი ჩანგელია - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი
  • დავით ხარაბაძე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი.

მსგავსი სიახლეები

2024-07-05 16:55
პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იში

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, კერძოდ, განხილულ

2024-07-05 00:31
სპორტი

ეროვნულ ნაკრებს ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გადაეცა

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია, გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა

2024-07-04 11:23
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის

2024-07-03 11:24
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი - მინდა, ერთობის სახელით, ეს ჯილდო გადავცე ბიჭებს და ვუსურვო, რომ გზა მათი გა

მე მინდა, რომ თქვენი სახელით, ერთობის სახელით გადავცე ეს ჯილდო ბიჭებს, რადგან ეს ჯილდო არის მთავრობის, პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო და ვუსურვოთ

2024-07-02 14:35
სპორტი

VIDEO: ევრო 2024-ის აღმოჩენა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა

ფეხბურთელები და მწვრთნელები კი ერთხმად ამბობენ, რომ ქომაგის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა რთული იქნებოდა. შედეგი კი ბევრისთვის მოულოდნელი იყო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები