2024-06-23

07:11

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მიმდინარე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებთან დაკავშირებით

პოლიტიკა
13-06-2024 14:06

ევროკავშირი გამოხატავს წუხილს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით მომხდარი შემთხვევების გამო. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ფორმულირებების გამოყენებისგან, რომელმაც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაცია შეიძლება მეტად გაამწვავოს.

ევროკავშირი ასევე ღრმად არის შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მცდარი განცხადებებისგან, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმართულ განცხადებულ მისწრაფებებს არ შეესაბამება და  ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.

ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რომელიც საქართველოში  დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის.

მოვუწოდებთ მთავრობას, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და მხარს უჭერს მის დაუძლეველ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ.

წყარო: https://www.eeas.europa.eu/eeas/georgia-statement-spokesperson-continued-acts-intimidation-threats-and-assaults-civil-society_en?page_lang=ka

მსგავსი სიახლეები

2024-06-23 05:19
სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ჩეხეთის ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ჰამბურგში ჩატარებულ

მატჩის შემდეგ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა: "ჩეხეთის ნაკრები ძლიერი მეტოქეა, თუმცა დაცვამ კარგად ითამაშა. როდესაც დიდი

2024-06-21 11:22
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩებს შეხვდა

პრემიერის შეფასებით, ამბასადორიალი ელჩებთან შეხვედრის მნიშვნელოვანი ფორმატია, რამდენადაც ის ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე, საგარეო პოლიტიკური დღის

2024-06-20 21:15
პოლიტიკა

დიდიე ტღებიუკი საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შესრუ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, მასპინძელი მთავრობის თანხმობით, ფრანგი დიდიე ტღებიუკი საქართველოში გაერთიანებული ერების

2024-06-20 14:48
სპორტი

VIDEO: ევრო 2024 | ნაკრებმა მეორე ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო

20 ივნისს, საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. 21 ივნისს, ჩვენი გუნდი ჩეხეთთან მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე

2024-06-19 18:31
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდის

მთავრობის მეთაური საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად დაესწრო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.8001
EUR: 2.9916
GBP: 3.5382

კატეგორიები