2025-04-07

23:03

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს მწვანე ენერგიის მრჩეველთა საბჭოს მე-3 მინისტერიალის სხდომაზე

ეკონომიკა
07-04-2025 16:58

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს მწვანე ენერგიის მრჩეველთა საბჭოს მე-3 მინისტერიალის სხდომაზე, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიიღო მონაწილეობა. 

როგორც მინისტრიალის სხდომაზე გამოსვლისას, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უზრუნველყოფს საიმედო მარშრუტს საქართველოდან ევროპელ მომხმარებლებზე სუფთა, განახლებადი ელექტროენერგიის მიწოდებისთვის. მისი თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უზრუნველყოფს რეგიონის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობას, ასევე გაამყარებს საქართველოს პოზიციებს ენერგეტიკული ტრანზიტის მიმართულებით.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკურად დასაბუთებულია. „შავი ზღვის კაბელის პროექტი შეტანილია ევროპის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელის (ENTSO-E) 2026 წლის ათწლიან განვითარების გეგმების პროექტების სიაში. რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში, ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალურ დირექტორატში გაიმართა სამუშაო შეხვედრა შავი ზღვის კაბელის პროექტის განსახილველად, როგორც საერთო ინტერესის კანდიდატი პროექტისა (PMI)“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ. 

მისი თქმით, პროექტის წარმატებული განხორციელება მოითხოვს მჭიდრო კოორდინაციას, სტრატეგიულ ინვესტიციებს და ძლიერ პარტნიორობას. 

„საქართველო სრულ მზადყოფნაშია ითანამშრომლოს ჩვენს რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ინიციატივის განსახორციელებლად. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, არის გლობალური ინვესტიცია სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა მდგრადი და ენერგეტიკულად უსაფრთხო მომავლისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ. 

მინისტერიალის სხდომას საქართველოს მხრიდან ასევე დაესწრო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე.

მსგავსი სიახლეები

2025-04-07 16:58
ეკონომიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს მწვანე ენერგიის მრჩეველთა საბჭოს მე-3 მ

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პროექტი ტექნიკურ

2025-04-03 17:31
ეკონომიკა

რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყე

სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული

2025-03-21 11:41
ეკონომიკა

აბუ დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

2025-03-19 14:14
ეკონომიკა

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და ევროკავშირს არ გვაქვს ერთ ოჯახად თანაცხოვრების გამოცდილება, სწორე

მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში

2025-03-13 15:06
ეკონომიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს-გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნ

პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები