2025-01-21

05:23

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 55-ე ყოველწლიური შეხვედრები იწყება თემით „თანამშრომლობა ინტელექტუალურ ეპოქაში“

ეკონომიკა
20-01-2025 17:56

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 55-ე ყოველწლიური შეხვედრები იწყება თემით „თანამშრომლობა ინტელექტუალურ ეპოქაში“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

შვეიცარიის დაბა დავოსში გამართული სამიტის ფარგლებში დღეს საღამოს გახსნისა და დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ 21-24 იანვარს სესიები ჩატარდება.

სამიტს 130-ზე მეტი ქვეყნიდან 3000 მონაწილე დაესწრება მათ შორის ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, მეცნიერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს 60 სახელმწიფოს მეთაური და პრემიერ-მინისტრი.

ამ პერიოდში, როდესაც გლობალური ეკონომიკა პარადიგმის ცვლილებას განიცდის, 220 სესიაზე განიხილება თუ როგორ უნდა აღდგეს ზრდა, როგორ ვისარგებლოთ ახალი ტექნოლოგიებით და როგორ გავაძლიეროთ სოციალური და ეკონომიკური მდგრადობა.

სესიებზე მომხსენებლები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ შეფასებებს აშშ-ს ახალ პოლიტიკაზე, გლობალური თანამშრომლობის თანდათანობითი შესუსტების შედეგად წარმოქმნილ ფრაგმენტაციაზე, სავაჭრო პოლიტიკაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და დიგიტალიზაციაზე, სუფთა ენერგიის ტრანსფორმაციაზე, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე, ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკაზე, საპროცენტო განაკვეთებსა და ინფლაციაზე.

დონალდ ტრამპი 23 იანვარს სამიტს ონლაინ ფორმატში დაუკავშირდება.

სამიტს დაესწრებიან ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ჩინეთის პირველი ვიცე-პრემიერი დინგ შუეშიანგი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი მატამელა კირილ რამაფოსა, ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი სულ 60 სახელმწიფოს მეთაური მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, პალესტინის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ მუსტაფა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი.

გარდა ამისა, სამიტის შეხვედრებს დაესწრებიან სირიის ახალი ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ჰასან შეიბანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო ივეალა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორი კრისტალინა გეორგიევა, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) აღმასრულებელი დირექტორი აჩიმ შტაინერი.

სამიტს დაესწრება გლობალური ბიზნეს სამყარო 1600 წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები

2025-01-20 17:56
ეკონომიკა

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 55-ე ყოველწლიური შეხვედრები იწყება თემით „თანამშრომლობა ინტელექტ

შვეიცარიის დაბა დავოსში გამართული სამიტის ფარგლებში დღეს საღამოს გახსნისა და დაჯილდოების ცერემონიის

2024-12-03 14:28
ეკონომიკა

პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში „ეფეს საქართველო" მხარს დაუჭერს „ფონდი საქართველოს აგრობიზნესის

ღონისძიების პირველ ნაწილში პრეზენტაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებმაც კერძო სექტორთან

2024-12-01 17:03
ეკონომიკა

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC რეკორდული შედეგით დასრულდა - გამარჯვებულები უკვე ცნობილია

საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 24 კომპანიის 52 ღვინო და სპირტიანი სასმელიც იყო წარმოდგენილი.

2024-11-28 15:38
ეკონომიკა

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე ღვინის დეგუსტაცია დაიწყო!

მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს

2024-11-28 13:26
ეკონომიკა

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები