2024-12-04

11:56

პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში „ეფეს საქართველო" მხარს დაუჭერს „ფონდი საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრს“

ეკონომიკა
03-12-2024 14:28

20 ნოემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, რიგით მესამე პარტნიორობის ფორუმი გაიმართა. ფორუმში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ბიზნესკომპანიები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საკუთარი იდეები წარმოადგინეს და ბიზნესთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ღონისძიების მთავარი პარტნიორი იყო კომპანია „ეფეს საქართველო“.

ღონისძიების პირველ ნაწილში პრეზენტაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებმაც კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილებასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. პრეზენტაციების მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ საკუთარი იდეების წარდგენა და ბიზნესთან შესაძლო თანამშრომლობის დაწყება. პარტნიორობის ფორუმის მეორე ნაწილი ნეთვორქინგსა და იდეების წარდგენის სივრცეებს დაეთმო. ბიზნესკომპანიებმა, მათ მიერ წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალურად მოისმინეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროექტების მოკლე პრეზენტაციები და გამარჯვებული ადგილზევე შეარჩიეს.

კომპანიის პრიორიტეტების გათვალისწინებით,„ეფეს საქართველომ" დაფინანსებისთვის"ფონდი საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი" შეარჩია, რომელმაც ინოვაციური და სტრატეგიული პროექტი წარმოადგინა ფერმერთა ცნობიერების ამაღლების  მიმართულებით.

კორპორაციული პასუხისმგებლობა „ეფეს საქართველოსთვის“ დეკლარირებული პრიორიტეტია, რომელიც თანხვედრაშია გაეროს მდგრად განვითარების მიზნებთან. ჩვენ ვამაყობთ, რომ უკვე 16 წელზე მეტია, რაც ვახორციელებთ კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამებს და მათ შორის პარტნიორული პროექტები განსაკუთრებით გამოირჩევა. პარტნიორული ფორუმი შესანიშნავი საშუალებაა ახალი იდეების განხორციელებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად. "ფონდ საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრთან" ერთად ჩვენ მხარს დავუჭერთ 80 000-მდე ფერმერს და შევუწყობთ ხელს დადებით ცვლილებებს სოფლის მეურნეობის სექტორში,”- განმარტავს “ეფეს საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჟვანია.

 

მსგავსი სიახლეები

2024-12-03 14:28
ეკონომიკა

პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში „ეფეს საქართველო" მხარს დაუჭერს „ფონდი საქართველოს აგრობიზნესის

ღონისძიების პირველ ნაწილში პრეზენტაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებმაც კერძო სექტორთან

2024-12-01 17:03
ეკონომიკა

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC რეკორდული შედეგით დასრულდა - გამარჯვებულები უკვე ცნობილია

საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 24 კომპანიის 52 ღვინო და სპირტიანი სასმელიც იყო წარმოდგენილი.

2024-11-28 15:38
ეკონომიკა

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე ღვინის დეგუსტაცია დაიწყო!

მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს

2024-11-28 13:26
ეკონომიკა

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს

2024-11-21 12:59
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

აღინიშნა, რომ 2024 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივმა სავაჭრო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები