2025-05-12

22:17

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა

ბიზნეს ნიუსი
12-05-2025 15:19

გვსურს გულითადი მადლობა გადაგიხადოთ გამოფენაში მონაწილეობისთვის. იმედი გვაქვს, გამოფენამ თქვენი საქმიანობის განვითარებაში მცირედი წვლილის შეტანა შეძლო, ასევე მადლობა ვიზიტორებს სამი დღის განმავლობაში უწყვეტი სახით სტუმრობისათვის.

მალე ისევ შევხდებით EBIT 2026-ზე.
წარმატებებს გისურვებთ თითოელ თქვენგანს.
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა - EBIT 2025 გაიხსნა.
გამოფენის ორგანიზატორია Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. 
გამოფენაში 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება მონაწილეობდა. გამოფენაზე აჭარის ტურისტული პროდუქტები სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებმა რეგიონში მოგზაურობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეძლეს.

აღნიშნული პლატფორმა იძლევა კარგ შესაძლებლობას ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანების, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლის, ბიზნეს კონტაქტების მოძიებისა და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის.

მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ვინაიდან ხელს უწყობენ ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას და რაც მთავარია, აჩენენ ახალ პერსპექტივებს ტურისტული ეკოსისტემისათვის.

მსგავსი სიახლეები

2025-05-12 15:19
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

2025-05-12 13:46
ბიზნეს ნიუსი

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი

ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი

2025-05-09 18:00
ბიზნეს ნიუსი

ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა - EBIT 2025 გაიხსნა

აღნიშნული პლატფორმა იძლევა კარგ შესაძლებლობას ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანების

2025-05-08 11:59
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში 9 მაისს გაიხსნება და 11 მაის

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის

2025-05-08 11:32
ბიზნეს ნიუსი

ვიდეო: BEKO-მ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი "ინდეზიტი" შეიძინა

BEKO-მ ბოლო პერიოდში რამდენიმე დიდი ბრენდი შეიძინა, მათ შორის არის ტექნიკის ბრენდი “ინდეზიტი”





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები