2025-05-12

22:38

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი

ბიზნეს ნიუსი
12-05-2025 13:46

„BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი მიიჩნევს, რომ საქართველოს თურქეთში ექსპორტის მიმართულებით მეტი პოტენციალი აქვს.

მან ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე "ანალიტიკასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი კეთდება თურქეთიდან საქართველოში, ხოლო პირიქით - 400 მლნ დოლარის. მე ვფიქრობ, საქართველოს ამაზე მეტის შესაძლებლობა აქვს, აქვს ძალიან კარგი ბრენდები და პროდუქცია. მაგალითად, თაფლი, ლიმონათი, ღვინო... მაგალითად, 1.1 მლნ ბოთლი ღვინის შეტანა შეიძლება თურქეთში, ამის დაახლოებით 20%-ს იყენებს საქართველო. აქ უკვე ქართველ ბიზნესმენებს აქვთ დიდი მოვალეობა და ნაბიჯები გადასადგმელი, უნდა წავიდნენ თურქეთში, გამოფენებზე აჩვენონ პროდუქცია, გააკეთონ რეკლამა. მაქსიმუმს არ ვაკეთებთ ამჟამად. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს ",- ამბობს მეჰმედ მელექი და დასძენს, რომ ორი ქვეყნის ბიზნესასოციაციის მჭიდრო კავშირი მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, მეტი პოტენციალი არსებობს ტურიზმის მიმართულებითაც.

"საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხია, ერთადერთი, რაც აკლია არის პიარი თურქეთში, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდეს",- ამბობს ბიზნესმენი.

მარიამ ტიტვინიძე

წყარო: https://bm.ge/news/maqsimums-ar-vaketebt-saqartvelos-turqetshi-eqsportis-meti-shesadzlebloba-aqvs-mehmed-meleqi?fbclid=IwY2xjawKOogtleHRuA2FlbQIxMQBicmlkETFRZlJXb05TM2phVDZ5NUhvAR4TlIiEJMSTPYLSNrP4tlQxqMwp7q_R8-bnfRUKQXgMnrH_kn_flZci37GRLg_aem_ENf5dIMCb04EP7evbE0iDg

მსგავსი სიახლეები

2025-05-12 15:19
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

2025-05-12 13:46
ბიზნეს ნიუსი

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი

ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი

2025-05-09 18:00
ბიზნეს ნიუსი

ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა - EBIT 2025 გაიხსნა

აღნიშნული პლატფორმა იძლევა კარგ შესაძლებლობას ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანების

2025-05-08 11:59
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში 9 მაისს გაიხსნება და 11 მაის

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის

2025-05-08 11:32
ბიზნეს ნიუსი

ვიდეო: BEKO-მ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი "ინდეზიტი" შეიძინა

BEKO-მ ბოლო პერიოდში რამდენიმე დიდი ბრენდი შეიძინა, მათ შორის არის ტექნიკის ბრენდი “ინდეზიტი”





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები