2025-10-19

07:12

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" წევრები „ეფეს საქართველოს“ ახლადდანიშნულ გენერალურ დირექტორს ესტუმრენ

ბიზნეს ნიუსი
01-05-2025 12:21

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" წევრები, „ნატახტარის“ ბრენდის ლუდისა და ლიმონათების მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველოს“ ახლადდანიშნულ გენერალურ დირექტორს, ბატონ ბურჩ ქურთოღლუს გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ეწვივნენ.

"გურთიადის" წევრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ლუდისა და ლიმონათების ბაზარზე ლიდერი კომპანიის სამომავლო გეგმების, ასევე გენერალური დირექტორის ხედვისა და მიზნების შესახებ.

აღნიშნულ შეხვედრას „ეფეს საქართველოს“ ფინანსური დირექტორი, ქალბატონი დილარა ერდოღანიც დაესწრო. 

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადი" წარმატებებს უსურვებს ბატონ ქურთოღლუს ახალ პოზიციაზე საქმიანობაში!

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
ასოციაციის მიზანია იყოს ისეთი ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის  მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1441

მსგავსი სიახლეები

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-01 15:00
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

2025-05-19 11:17
ბიზნეს ნიუსი

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -

ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები