„გორგიას ხელოსანთა აკადემიის“ მეორე ნაკადის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

„გორგიას ხელოსანთა აკადემიის“ მეორე ნაკადის კურსდამთავრებულებს ოფიციალურად გადაეცათ სერტიფიკატები, რომლებიც მათ სამშენებლო სექტორში დასაქმების ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
ჯამში, უკვე 101-მა კურსდამთავრებული წარმატებით დაასრულა სწავლა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.
აკადემიის მთავარი მიზანია პროფესიული განათლების მხარდაჭერა და კვალიფიციური კადრების მომზადება. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც თანამედროვე ევროპული და ამერიკული სტანდარტების შესაბამისად წარიმართა.
სტუდენტებმა შეისწავლეს სხვადასხვა სამშენებლო სპეციალობები, მათ შორის: სანტექნიკა, კაფელ-მეტლახისა და იატაკის დაგება, კარ-ფანჯრებისა და სახურავის მონტაჟი, ასევე თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „გორგიას აკადემიის“ ყველა პროგრამას აკრედიტაცია მიანიჭა.
„ჩვენი მიზანია სამშენებლო სექტორის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ინოვაციურ და ხარისხიან პროექტებში ჩაერთვებიან. მადლობას ვუხდით ყველა მხარეს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში წვლილი შეიტანა.“ – განაცხადა „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გურულმა.
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში.
ნანახია: 212
მსგავსი სიახლეები

VIDEO: საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო - British Airways-მა თბ
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას წინ უძღვოდა

„გორგიას ხელოსანთა აკადემიის“ მეორე ნაკადის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
აკადემიის მთავარი მიზანია პროფესიული განათლების მხარდაჭერა და კვალიფიციური კადრების მომზადება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა
მხარეებმა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამუშაო

სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში!
მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით მომსახურების სრულყოფა და პერმანენტული

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია,” აანონსებს მაშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდს და საფ
წყალი “მთის“ უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური, მინერალური წყალია კომპანია
clickss