“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია,” აანონსებს მაშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდს და საფეხბურთო კლუბ “პარი-სენ-ჟერმენს შორის“

წყალი “მთის“ და პარი-სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად!
თბილისი, საქართველო - “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ სიამაყით აცხადებს ძალიან ამაღელვებელი პარტნიორობის შესახებ, რომელიც შედგა ქართული წყლის ბრენდს “მთის“ და მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ საფეხბურთო კლუბ “პარი-სენ-ჟერმენს” შორის.
წყალი “მთის“ და “პარი-სენ-ჟერმენის” საფეხბურთო კლუბი მოხარულია რეგიონალური პარტნიორობის და ორი მსოფლიო გამორჩეული ბრენდის პარტნიორობის შესაძლებლობით. ეს კოლაბორაცია ემსახურება ინოვაციისა და სრულყოფილებისადმი ერთგულებას და საფუძველს უყრის წყალი “მთის“-თვის მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ისევ შთააგონებს ადამიანებს იყოს ცხოვრებით სავსე და მისდიოს აქტიური ცხოვრების წესს.
წყალი “მთის“ უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური, მინერალური წყალია კომპანია კოკა-კოლას ბრენდების პორტფელში. წყალი “მთის“ ფილოსოფია „იცხოვრე სრულყოფილად!“ ზუსტად გადმოცემს ქართულ სულს და სიძლიერეს, აერთიანებს ავთენტურობას და ენერგიას.
„პარი-სენ-ჟერმენთან“ კლუბთან რომელიც წარმატების სიმბოლოა, მის ტალანტებთან და კლუბის გულშემატკივრებთან მთელს მსოფლიოში, ძალების გაერთიანებით წყალი “მთის” ცნობადობა იზრდება სპორტის და უალკოჰოლო სასმელების მოყვარულებს შორის ევროპელი მასშტაბით. “ჩვენ აღფრთოვანებული ვართ “მთის“ და „პარი-სენ-ჟერმენს“ შორის პარტნიორობის გაფორმებით. ეს კოლაბორაცია ხელს შეუწყობს მოხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ პრემიალური სასმელი, არამედ გამოკვეთს ჩვენს ხედვას, ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე, მხარი დავუჭიროთ სპორტს, ახალგაზრდების კულტურულ განვითარებას, ინოვაციებს,, - აღნიშნა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭყონიამ.
„ჩვენ დიდი სიამაყით ვესალმებით ჩვენს რეგიონალურ პარტნიორს - წყალი “მთის”! ეს პარტნიორობა ნათელი მაგალითია ჩვენი ერთიანი ხედვის ვიყოთ ინოვაციური და სრულყოფილი, ჩვენს გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში შევთავაზოთ უნიკალური შესაძლებლობები და გამოვკვეთოთ სპორტში თანამონაწილეობის ახალი კონტურები“ - აღნიშნა საფეხბურთო კლუბ „პარი-სენ-ჟერმენის“ გლობალური პარტნიორობის დირექტორმა, ქალბატონმა ნიკოლა იბეტსონმა.
პარტნიორობა, რომელმაც ორი გამორჩეული ბრენდი ერთმანეთს მჭიდროდ დააკავშირა, ბევრ ექსკლუზიურ გამოცდილებებს, აქტივობებს, ინოვაციურ მარკეტინგულ კამპანიებს შესათავაზებს როგორც ქართველ, ისე სხვადასხვა ქვეყნების გულშემატკივარს.
ეს წამოწყება, კიდევ ერთხელ ნათელს ხდის ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას,, ერთგულებას ხელი შეუწყოს სპორტის და ცხოვრების ჯანსაღი წესების შეკავშირებას.
ნანახია: 475
მსგავსი სიახლეები

VIDEO: საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო - British Airways-მა თბ
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას წინ უძღვოდა

„გორგიას ხელოსანთა აკადემიის“ მეორე ნაკადის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
აკადემიის მთავარი მიზანია პროფესიული განათლების მხარდაჭერა და კვალიფიციური კადრების მომზადება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა
მხარეებმა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამუშაო

სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში!
მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით მომსახურების სრულყოფა და პერმანენტული

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია,” აანონსებს მაშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდს და საფ
წყალი “მთის“ უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური, მინერალური წყალია კომპანია
clickss