2025-05-09

10:22

საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ანგარიში: ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტურული ბარიერები ემუქრება

ბიზნეს ნიუსი
14-03-2025 13:29

2023 წელსა და 2024 წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის გაგრძელების მიუხედავად, საქართველოში ბიზნესი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც, ძირითადად, პოლიტიკური არასტაბილურობისა და სამუშაო ძალის დეფიციტით არის გამოწვეული. ამას ახლად გამოქვეყნებულ „საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ევროკავშირის ანგარიშში“ ვკითხულობთ. ევროპული კავშირების მქონე 200-მდე კომპანიასთან ჩატარებული კვლევა იმ პრობლემებს ააშკარავებს, რომლებმაც ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობას შეიძლება შეუშალოს ხელი. 

ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება:

  • პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ და საპარლამენტო არჩევნებმა ზეგავლენა მოახდინეს ბიზნეს გარემოზე – კომპანიების 76.7% არასტაბილურობას უმთავრეს გამოწვევად ასახელებს. 
  • სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა: გამოკითხული კომპანიების თითქმის ნახევარი აღნიშნავს უნარების დეფიციტს, რაც იწვევს სამუშაოს შესრულების მხრივ 5-40%-იან და წლიური მშპ-ის 26%-იან დანაკარგს.
  • მერყევი სავალუტო გაცვლითი კურსი: სავალუტო კურსის არასტაბილურობა კვლავ უქმნის პრობლემებს ბიზნესს ფინანსური დაგეგმვისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას.

გარდა ამისა, კვლევის მონაწილეებმა გამოხატეს შეშფოთება კორუფციასა და არაეფექტიან მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებებით, რაც კიდევ უფრო აუარესებს საინვესტიციო კლიმატს.

ანგარიშის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი  არის, რამაც ბიზნესების წლიური შემოსავლის 55.6 მილიარდი ლარის დანაკარგი გამოიწვია. ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო ამძიმებს ამ მდგომარეობას. მაღალი ხარჯების მიუხედავად, პერსონალის შიდა ტრენინგებში ინვესტირება ბიზნესისათვის დადებით შედეგებს იძლევა, რაც ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების განვითარება მდგრადობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ევროკავშირში ექსპორტი 18%-ით შემცირდა. ამის ძირითადი მიზეზები იყო ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის მაღალი ხარჯები, ევროპული სერტიფიცირების აკრედიტებული ლაბორატორიების ნაკლებობა და ბიზნესის მიერ მარეგულირებელი ჩარჩოების შეზღუდული ცოდნა.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული სასამართლო და საგანმანათლებლო რეფორმების დაჩქარების აუცილებლობა ბიზნესის ნდობის გასაზრდელად. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა გრძელდება, მას ჩრდილავს პოლიტიკური გაურკვევლობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და სავაჭრო ბარიერები. დადებითი ტენდენციის შესანარჩუნებლად, საქართველომ ეს სტრუქტურული პრობლემები უნდა გადაჭრას და ამ გზით გრძელვადიანი სტაბილურობა და ევროკავშირის ბაზარზე წვდომა უზრუნველყოს, ვკითხულობთ ანგარიშში. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ანგარიში

მსგავსი სიახლეები

2025-05-08 11:59
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში 9 მაისს გაიხსნება და 11 მაის

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის

2025-05-08 11:32
ბიზნეს ნიუსი

ვიდეო: BEKO-მ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი "ინდეზიტი" შეიძინა

BEKO-მ ბოლო პერიოდში რამდენიმე დიდი ბრენდი შეიძინა, მათ შორის არის ტექნიკის ბრენდი “ინდეზიტი”

2025-05-02 17:48
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს 11 ოქტომბერს გაიმართება!

წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინოა - სასმელი, რომელმაც საუკუნეების

2025-05-01 12:21
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" წევრები „ეფეს საქართველოს“ ახლადდანიშ

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ

2025-04-28 09:55
ბიზნეს ნიუსი

დღეს, 28 აპრილს, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს ქეშბექ

ქეშბექს მიიღებთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადახდის შემთხვევაში. ქეშბექის მაქსიმლური თანხა არის 30ლარი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები