2025-03-12

05:40

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, TİKA-ს ახალ კოოდინატორს ესტუმრა

ბიზნეს ნიუსი
25-02-2025 11:14

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე ოქტაი ოზთურქმა, და ასოციაციის წევრებმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, TİKA-ს ახალ კოოდინატორთან საქართველოში, ქალბატონ ზეინეფ ბაირაქთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. 

ქალბატონი ზეინეფი 20 წელიწადია, რაც TİKA-ში მოღვაწეობს და საქართველოში ჩამოსვლამდე უმუშავია ყირგიზეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში.

1992 წელს თურქეთში დაარსებული სახელმწიფო ორგანიზაცია TİKA, მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ პროექტებს. ორგანიზაციის მიზანია პარტნიორი ქვეყნების მდგრად განვითარებაში წვლილის შეტანა, ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევა და მათთან საერთაშორისო თანამშრომლობა. TİKA-ს მოღვაწეობის სფერო მოიცავს განათლებას, ჯანდაცვას, ინფრასტრუქტურასა და სტიქიასთან ბრძოლას. ორგანიზაცია გრძელვადიანი თანამშრომლობების დამყარებაზე მუშაობს და მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება.   

TİKA საქართველოში ახორციელებს სხვადასხვა სახის განვითარების პროექტებს. საქართველო, როგორც თურქეთის მეზობელი ქვეყანა, პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზაციისათვის. საქართველოში TİKA-ს საქმიანობა ძირითადად საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ პროექტებს მოიცავს.  

TİKA-ს, საქართველოში საზოგადოების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი, მათ შორის, სკოლებისათვის მიწოდებული აქვს სახელმძღვანელოები და ტექნიკა. ჯანდაცვის სფეროში- შეძენილი აქვს სამედიცინო აპარატურა და განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტები საავადმყოფოებთან ურთიერთთანამშრომლობით. 

TİKA-ს აგრეთვე წვლილი მიუძღვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, განხორციელებული აქვს პროექტები ისტორიული ნაგებობებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისა და დაცვისათვის.  ჩატარებული აქვს მრავალი ღონისძიებები, მიმართული თურქ და ქართველ ხალხებს შორის კულტურული კავშირების გაძლიერებისაკენ. 

საქართველოში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს საქმიანობას წვლილი შეაქვს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებაში და ქართული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში.

ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრებმა ქალბატონ ზეინეფთან ერთად განვიხილეთ სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და მიმოვიხილეთ ბაზრის მოთხოვნები.     

"გურთიადის" სახელით მადლობას ვუხდით ქალბატონ ზეინეფ ბაირაქსა და მის მოადგილეს, ბატონ მუჰამედ ემრე ეზბერს ჩვენი მიღებისათვის და ვუსურვებთ საქართველოში მრავალი წარმატებული პროექტის განხორციელებას.

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
ასოციაციის მიზანია იყოს ისეთი ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის  მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.

მსგავსი სიახლეები

2025-03-08 09:55
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" ყველა ქალბატონს დიდი სიყვარულით ულოცავს ქალთა საერთა

გაზაფხულის დღესასწაულებს და უძღვნის მათ ამ თბილ და ტკბილ სარეკლამო რგოლს.

2025-03-06 11:55
ბიზნეს ნიუსი

ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ტალეჰ კაზიმოვს შეხვდა

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ და ტალეჰ კაზიმოვმა ურთიერთთანამშრომლობის

2025-03-05 11:33
ბიზნეს ნიუსი

ჯეპრას ბლოგი/მაია ტაკაშვილი: გასაღები თანამედროვე მედიამენეჯერებისთვის

თუ მედია-კონტენტის ოთხივე ტიპის ინტეგრაციას შევძლებთ, აუცილებლად გამოიკვეთება შემდეგი

2025-02-28 10:43
ბიზნეს ნიუსი

PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას თავის მოვლის და სილამაზის პროდუტქების ფარ

საჩუქრის არჩევას თემეტური ნაკრებებიც გაგიმარტივებთ: თმის მოვლის რუტინა 30 ლარად

2025-02-25 11:14
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე თურქეთის თანამშრომლობისა და

ქალბატონი ზეინეფი 20 წელიწადია, რაც TİKA-ში მოღვაწეობს და საქართველოში ჩამოსვლამდე უმუშავია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები