"გურთიადის" თამჯდომარემ ქაისერიში დაარსებული რბილი ავეჯის კომპანიის წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული შეღავათების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრები, ქაისერიში დაარსებული რბილი ავეჯის (საწოლი, დივანი, სავარძელი) მასალების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია SamGroup-ის დამფუძნებელს, ქაისერის მოწინავე ბიზნესმენს, ბატონ ერდალ ოზდემირს და კომპანიის პარტნიორებს, ბატონ შერეფ ოზდემირსა და სამირ გასანოვს ოფისში ესტუმრენ.
თბილისში 2018 წელს გახსნილი ავეჯის კომპანია ექსპორტს 67 ქვეყანაში ახორციელებს.
ვიზიტის დროს ასოციაციის თამჯდომარემ, ბატონმა ოქტაი ოზთურქმა კომპანიის წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული შეღავათების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სარგებლობის მიმართულებით რჩევები მისცა.
ავეჯის კომპანია ამჟამად ოპერირებს 5 000 კვ.მ. ფართზე, რომელსაც ახლო მომავალში დაემატება ასევე 5 000 კვ.მ. ახალი სივრცე, შესაბამისად წარმოების მოცულობაც გაიზრდება.
"გურთიადის" სახელით მადლობას ვუხდით კომპანია SamGroup-ის პარტნიორებს მასპინძლობისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
ნანახია: 1088
მსგავსი სიახლეები
“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე
“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე
clickss