2025-10-27

00:32

2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული რაოდენობა შეადგინა

ბიზნეს ნიუსი
21-01-2025 14:53

2024 წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული მოცულობა - 4,425.4 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან 7.3%-ით მეტია.

მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2024 წლის მე-4 კვარტალშიც - მისი ოდენობა  963.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, ზრდა გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 10.3%-ს შეადგენს.

2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია ისრაელიდან (გაიზარდა 128.3 მლნ. აშშ. დოლარით), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 25.8 მლნ. აშშ. დოლარით), ირანიდან (გაიზარდა 22.9 მლნ. აშშ. დოლარით), ევროკავშირიდან (გაიზარდა 21.6 მლნ. აშშ. დოლარით) და საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 21.4 მლნ. აშშ. დოლარით).

გასული წლის მე-4 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.

„ეს მნიშვნელოვანი მატებაა წინა წელთან შედარებით. ასევე 2024 წლის მეოთხე კვარტალი, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, საკმაოდ შედეგიანი იყო, ტურიზმის სექტორიდან 963.7 მლნ დოლარის შემოსავალი მივიღეთ, რაც კვარტლის ჭრილში 10.3%-ით იყო გაზრდილი. არსებული სტატისტიკის თანახმად, ფაქტობრივად, გამართლდა მთავრობის პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის სექტორის ზრდასთან და შემოსავლებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სექტორიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარამდე იქნებოდა შემოსავალი“- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1060

მსგავსი სიახლეები

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-01 15:00
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები