რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის
სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიზეში, თურქეთის მმართველი პარტიის კონგრესზე განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ერთმანეთს დაუკავშირდებიან ქალაქები ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.
„ამრიგად, რიზე რკინიგზას პირველად შეხვდება, ტრანსპორტის მინისტრი აქ არის. მე ამას ვამბობ, როდესაც მას თვალებში ვუყურებ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მთავრობა სამსუნი-სარფის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას იწყებს. თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ 509 კილომეტრის სიგრძის სამსუნი-სარფის რკინიგზა 10 მილიონ ადამიანს მოემსახურება.
სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 184
მსგავსი სიახლეები
clickss