2024-11-21

20:08

კომპანია „ბეკომ“ თავისი პირველი „აუთლეტ“ მაღაზია გახსნა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

ბიზნეს ნიუსი
21-11-2024 16:36

20 ნოემბერს კომპანია „ბეკოს პირველი აუთლეტ მაღაზია გაიხსნა "ჰუალინგ პლაზაში", რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

აუთლეტ მაღაზიაში წარმოდგენილია ყველა სახის თანამედროვე საოჯახო ტექნიკა. მაღაზიის სივრცეში, სასიამოვნო გარეემოში თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველა სახის ტექნიკა და მოწონების შემთხვევაში კონსულტანტები დაგეხმარებიან მის შეძენაში.

როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, მაღაზია შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ნებისმიერ კითხვაზე შესაძლებელია დაუყოვნებელი პასუხის მიღება. „ძალიან მოსახერხებელია და ფართო არჩევანია ტექნიკის. რაც ასე სასიამოვნოა, ნივთის შეძენის შემთხვევაში, კომპანია უფასოდ მოგიტანთ სახლში, დადგავს და შეგიმოწმებთ, რომ რაიმე დეფექტი არ ჰქონდეს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც თანამედროვე სტილის მაცივარი შეიძინა.

კომპანია „ბეკოს“ ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილებაზე და მუდმივად ითვალისწინებს მათ წინადადებებს.

ეს არ არის პირველი მაღაზია, რომელიც კომპანია „ბეკომ“ გახსნა. სხვა თანამედროვე სახის მაღაზიები ასევე გაიხსნა თბილისის სხვადასხვა რაიონებში.

კომპანია „ბეკოს პირველი აუთლეტ მაღაზიის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ კომპანიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, კოლეგები და მასმედიის ხელმძღვანელი პირები.

კომპანია „ბეკოს“ დევიზია „ჩვენ ვაძლიერებთ ახალ თაობებს რათა იცხოვრონ უფრო ჯანსაღად“!

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ბეკოს მოგზაურობა დაიწყო 1955 წელს, როდესაც დიდმა საყოფაცხოვრებო ტექნიკამ პირველად დაიდო ბინა ყველა ოჯახში. გასული 60 წლის განმავლობაში, კომპანიამ მიზნად დაისახ, შეეცვალა მომხმარებლის ცხოვრება ინოვაციური პროდუქტებით, რომლებიც აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს და ამავდროულად უფრო გარემომდგრადია.

კომპანიის სურვილმა, შეგვეტანა სიახლეები ჩვენი მომხმარებლებისა და გარემოს სასიკეთოდ, უკვე საკმაოდ შორს წაგვიყვანა.

ჩვენ ვართ გლობალური ბრენდი, რომელიც დღეს 135-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. ჩვენ ასევე ვართ ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი ევროპის დიდი, თეთრი საქონლის ბაზარზე ინოვაციური და მდგრადი პროდუქტების ფართო ასორტიმენტით. ყველა ამ გამოცდილებამ და ჩვენმა ბრენდის მემკვიდრეობამ უზრუნველყო ჩვენი ადგილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის 3 უმსხვილეს ბრენდში ევროპის მასშტაბით.

 

მსგავსი სიახლეები

2024-11-21 16:36
ბიზნეს ნიუსი

კომპანია „ბეკომ“ თავისი პირველი „აუთლეტ“ მაღაზია გახსნა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

კომპანია „ბეკოს“ ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილებაზე და მუდმივად ითვალისწინებს მათ წინადადებებს. ეს არ არის

2024-11-20 16:49
ბიზნეს ნიუსი

IWSC-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯები წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდთა

წლევანდელ კონკურსზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდი. როგორებიც არიან, დეივიდ კერმოდი – ღვინის

2024-11-18 15:58
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადში" გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

გაცნობით შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრატეგიული ბიზნეს საკითხები, დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოში

2024-11-15 12:24
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ეწვივნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მ

გადაწყდა, რომ თებერვლის თვეში "გურთიადის" წევრებისათვის ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა საქართველო-თურქეთს შორის

2024-11-14 14:23
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია - Sky Express-ი შემოვიდა

ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები