2025-01-28

08:15

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია - Sky Express-ი შემოვიდა

ბიზნეს ნიუსი
14-11-2024 14:23
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია - Sky Express-ი შემოვიდა. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ადმინისტრაცია აქვეყნებს ინფორმაციას.
მათი თქმით, ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo-ს ტიპის ავიახომალდით ასრულებს.
ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური, დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე და ავიაკომპანია Sky express-ის მფლობელი იუანის გრილოსი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
„საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეემატა. „სქაი ექსპრესი“ ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან ერთობლივად მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანია, რომ საერთო ძალებით შევძელით და ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ ქართულ ავიაბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს პროგნოზებს მგზავრთნაკადთან დაკავშირებით. მინდა, ავიაკომპანიას წარმატება, ბევრი მგზავრი და უსაფრთხო ფრენები ვუსურვო“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
SKY express-ი, ეგეოსის ავიახაზებისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

2025-01-23 11:58
ბიზნეს ნიუსი

როგორ მუშაობს ევროკავშირი: პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც ჟურნალისტებს ევროკავშირის საქმიანობის გაშუ

გზამკვლევის შინაარსი ეფუძნება მედიაგამოკითხვას, რომელიც EU NEIGHBOURS east პროგრამამ

2025-01-21 14:53
ბიზნეს ნიუსი

2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული რაოდენობა შეადგინა

გასული წლის მე-4 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

2025-01-20 11:40
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ამჟამინდელი და ყოფილი თავმჯდომარეები, ოქტაი ოზთურქი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ

2025-01-14 14:59
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზ

მგზავრთნაკადის რაოდენობა – 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა 2023 წელი – 5 986 754 მგზავრი

2025-01-05 18:50
ბიზნეს ნიუსი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს

ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები