2024-11-14

20:24

ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC-ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

ბიზნეს ნიუსი
13-11-2024 10:33

საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC (International Wines and Spirits Competition) წელს მესამედ უმასპინძლებს. კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობაც ცნობილია, რომლებიც  წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდითან ერთად შეაფასებენ. სწორედ,  მათი გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

ქართველ მსაჯებს შორის არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და უფროსი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი.

მნიშვნელოვანია,  რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება,  ჟიურის წევრი, ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და პოპულარიზატორი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. სარა ებოტის შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიური, მათ შორის ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები.  

წლევანდელ კონკურსზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდი. როგორებიც არიან, დეივიდ კერმოდი – ღვინის მწერალი და მედია პროფესიონალი. BBC-ის ყოფილი რედაქტორი, ამჟამად უძღვება პოპულარულ პოდკასტს ღვინისა და სპირტიანი სასმელების შესახებ. გეორგიოს იორდანიდისი – Annabel’s London-ის ღვინის განყოფილების ხელმძღვანელი. სპეციალიზდება ღვინის პროგრამების შექმნასა და განვითარებაში. ვილ ჰილი – Novel Wines-ის ღვინის შესყიდვების დირექტორი. ექსპერტი ნაკლებად ცნობილი ღვინის რეგიონების აღმოჩენაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. რეიჩელ პოგმორი – Enotria-ს ღვინის ბაიერი. სპეციალიზდება და იკვლევს ახალი ღვინის რეგიონებს მსოფლიოს მასშტაბით. სანი ჰოჯი – ღვინის კონსულტანტი და ავტორი. ცნობილია ინოვაციური მიდგომით ღვინის ბიზნესის მართვაში. ჰერი ქრაუთერი – Good Pair Days-ის ბაიერი და კონსულტანტი. ექსპერტი ღვინის წარმოებიდან გაყიდვების სტრატეგიებამდე. ერიკ ცვიბელი – The Samling Hotel-ის ღვინის დირექტორი და უფროსი სომელიე. მრავალგზის გამარჯვებული სომელიეების საერთაშორისო კონკურსებში და სალვატორე კასტანო – ევროპის საუკეთესო სომელიე და Friarwood-ის ღვინის ბაიერი.

„IWSC მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსია, რომელიც ცნობილია თავისი უმაღლესი შეფასების სტანდარტებითა და  ჟიურის პროფესიონალიზმით. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარებამ, ადგილობრივ მეწარმეებს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ საერთაშორისო აღიარება როგორც დიდ  ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ IWSC  უკვე მესამედ ტარდება საქართველოში, მიუთითებს, რომ დიდია ინტერესი  ჩვენი ქვეყნის მიმართ IWSC-ის მხრიდან, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის მხრიდან კონკურსის მიმართ. კონკურსის მონაწილეებისა და წარდგენილი ღვინოების უპრეცდენტო ზრდა ყოველწლიურად, მიანიშნებს, რომ ქართველმა მეწარმეებმა რეალურად დაინახეს მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მნიშვნელობა და ორიენტირებულები არიან აწარმოონ უმაღლესი ხარისხის ღვინოპროდუქცია, რაზეც მიუთითებს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდეციები ევროპის ბაზრის მიმართულებით,“ -  აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

ცნობისათვის, IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება. მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia-ს  გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი  მეღვინეობა თელიანი ველი.  კონკურსის მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ჯეპრა

კონკურსის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი: ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur.com, კომერსანტი, რადიო უცნობი, Businesinsider.ge

მსგავსი სიახლეები

2024-11-14 14:23
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია - Sky Express-ი შემოვიდა

ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა,

2024-11-14 12:01
ბიზნეს ნიუსი

30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!

ამჟამად „ავერსი“ მთელ სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და სტაბილური კომპანიაა. საქართველოში ის 350 აფთიაქს

2024-11-13 10:33
ბიზნეს ნიუსი

ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC-ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

წლევანდელ კონკურსზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდი. როგორებიც არიან, დეივიდ კერმოდი – ღვინის

2024-11-12 11:41
ბიზნეს ნიუსი

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომ

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საქართველოს სიანვესტიციო

2024-11-11 14:20
ბიზნეს ნიუსი

ირაკლი ნადარეიშვილი: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ეკონომიკის ტრადიციული დარგების ტრანსფორმაცია ჩვე

ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც მსოფლიოში მსგავსი პროფილი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები