2025-10-27

21:46

ბათუმი მე-12 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს!

ბიზნეს ნიუსი
10-10-2024 10:59
11-12 ოქტომბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“ საგამოფენო კომპანია Expo Batum-ის ორგანიზებით გამართულ აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-12 საერთაშორისო გამოფენა „Agro Batumi 2024“-ს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების თქმით, ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
„გამოფენის მიზანია, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გამოფენის მსვლელობისას მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, სამი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ. აგროგამოფენაში მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია. წარმომდგენელი იქნება: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ინვენტარი, სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასათბურე მეურნეობისა და სათბურის აღჭურვილობა, მეტეოროლოგიური საზომი და მელიორაციის სისტემები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები და ა. შ.“, - განაცხადა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაგდა პაქსაძემ.
გამოფენის ფარგლებში 11 ოქტომბერს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართება აგრარული ფორუმი „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“, რომელზეც განიხილება აჭარის რეგიონში აგრარულ სექტორში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, აგრობიზნესის პერსპექტივები და გამოწვევები, ასევე, სოფლად ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებული ტენდენციები
ფორუმი ასევე, მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგრარული შესაძლებლობების წარმოჩენას, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის ზრდას, სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობას, ადგილობრივი აგრომეწარმეების დაკავშირებასა და აგრარულ დარგში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლებას.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1180

მსგავსი სიახლეები

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-01 15:00
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები