2024-09-28

19:34

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ხელმძღვანელობის შეხვედრა ქალბატონ ქერიმან აქდენიზსა და გულთექინ მუსტაფაევას კომპანია Wellmed-Tur-ში

ბიზნეს ნიუსი
27-09-2024 19:05

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრებთან ვიზიტების ფარგლებში 19 სექტემბერს ვეწვიეთ ასოციაციის წევრებს, ქალბატონ ქერიმან აქდენიზსა და გულთექინ მუსტაფაევას კომპანია Wellmed-Tur-ში, რომელიც მდებარეობს პენდიკის კერძო რეგიონალური ჰოსპიტლის თბილისის ოფისში.

2022 წელს დაარსებული სამედიცინო ტურიზმის კომპანია Wellmed-Tur-ის საქმიანობის სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ პაციენტების თურქეთის კლინიკებში გაგზავნით, მოქმედებს ასევე თურქეთიდან საუკეთესო სპეციალისტი ექიმების საქართველოში ჩამოყვანისა და საქართველოს კლინიკებში, ქართველ ექიმებთან თანამშრომლობის ფარგლებში პაციენტებისათვის უფასო კონსულტაციის ჩატარების პრაქტიკაც. კომპანია პაციენტებს ყველა საჭირო მიმართულებით აკვალიანებს. კომპანია არის პენდიკის კერძო რეგიონალური ჰოსპიტლის სერტიფიცირებული წარმომადგენელი საქართველოში.
კომპანია აგრეთვე თანამშრომლობს კლინიკებთან ტრაპიზონში, სტამბოლსა და ანკარაშიც. Wellmed-Tur პაციენტებს აგრეთვე სთავაზობს ონლაინ კონსულტაციის სერვისსაც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თურქეთში ჩასვლის გარეშე ექიმებთან კონსულტაციის გავლა და მკურნალობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხის მიღება გამგზავრებამდე.
კომპანია ასევე აკვალიანებს პაციენტებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული მკურნალობის კურსთან დაკავშირებულ პროცედურებთან დაკავშირებით.
ფაქტორი, რომელიც Wellmed-ს სხვა სამედიცინო ტურისტული კომპანიებისაგან განასხვავებს არის პაციენტების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა და განსაკუთრებული დამოკიდებულება.
ასოციაციის სახელით, წარმატებებს ვუსურვებთ კომპანია Wellmed-სა და მის დამფუძნებლებს.
შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, გურთიადის საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
ასოციაციის მიზანია იყოს ისეთი ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის  მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1403

მსგავსი სიახლეები

2024-09-27 19:05
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ხელმძღვანელობის შეხვედრა ქალბატონ ქერიმან აქდენიზსა

2022 წელს დაარსებული სამედიცინო ტურიზმის კომპანია Wellmed-Tur-ის საქმიანობის სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ პაციენტების

2024-09-27 14:27
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს 424 მონაწილეს გააერთიანებს / ღვინობისთვის მთავარი მოვლენა 12 ოქტომბე

სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის

2024-09-25 17:19
ბიზნეს ნიუსი

ოქტობერფესტი იწყება - 28-29 სექტემბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობს

ღონისძიებას დაესწრება თბილისი საკრებულის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და „ეფეს საქართველოს“ გენერალურ დირექტორთან ველი

2024-09-20 15:31
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" შეხვედრა სამშენებლო კომპანია ართვინ ჯორჯიას ხელმძღვ

ართვინ ჯორჯიასთვის მომხმარებელთა კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია და მისი უმაღლეს დონეზე შენარჩუნებისათვის მენეჯმენტის

2024-09-19 13:09
ბიზნეს ნიუსი

ავიაკომპანია British Airways ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირდაპირ ფრენებს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები