2024-09-28

19:27

ოქტობერფესტი იწყება - 28-29 სექტემბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობს

ბიზნეს ნიუსი
25-09-2024 17:19

28-29 სექტემბერს, დედაენის ბაღში  გერმანული ფესტივალი ოქტობერფესტი გაიმართება. ოქტობერფესტის განწყობა საქართველოში ტრადიციულად „ლოვენბრაუს“ მოაქვს. 2 დღის განმავლობაში ლუდის მოყვარულთათვის  ნამდვილი ბავარიული დღესასწაული მოეწყობა. ღონისძიებაზე  ოქტობერფესტის განწყობას მუსიკა, სპეციალური თამაშები და  „ლოვენბრაუ“ გემრიელ კერძებთან ერთად შექმნის.

„ოქტობერფესტი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაულია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. წლების წინ გადავწყვიტეთ საქართველოში ყოველწლიურად ჩაგვეტარებინა ოქტობერფესტი. ვცდილობთ განვავითაროთ ლუდის მოხმარების კულტურა, ლუდის ინდუსტრია და, რა თქმა უნდა, ოქტობერფესტი მეგობრებთან შეხვედრის, ემოციების, სიხარულის გაზიარების დღესასწაულია. „ლოვენბრაუს“ გარეშე ოქტობერფესტი წარმოუდგენელია და სწორედ „ლოვენბრაუ“არის დღესასწაულის  მასპინძელი საქართველოში. ლუდი „ლოვენბრაუ“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ განსაკუთრებული ტრადიციის საქართველოში ინტეგრაციის კუთხით და ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმასპინძლობთ ღონისძიებას, რომელიც უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. წელს პირველად ფესტივალი იქნება საჯარო და ნებისმიერ მსურველს „ლოვენბრაუ“ გიმასპინძლებთ ნამდვილ დღესასწაულზე. გელოდებით ყველაზე გერმანული ლუდის ფესტივალზე - ოქტობერფეტსზე! „ლოვენბრაუ“ შენს ხელშია, “ -  აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ღონისძიებას დაესწრება თბილისი საკრებულის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და „ეფეს საქართველოს“ გენერალურ დირექტორთან ველი დინჩელთან ერთად მიიღებს კასრის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური კონკურსის ფარგლებში, ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა „ლოვენბრაუს“ სოციალური გვერდისთვის გამოეგზავნა იდეა, რაც მათი აზრით “ლოვენბრაუს” გვერდს მოუხდებოდა (ვიდეო, ფოტო/ფოტოკოლაჟი ან ტექსტი “ლოვენბრაუს” შესახებ). საუკეთესო იდეების ავტორები ფინალში სწორედ 28 სექტემბერს, ოქტობერფესტის ფარგლებში ნამდვილ ბავარიულ თამაშებში იასპარეზებენ.  დასასრულს,  გამოცხადდება დღის კონკურსის გამარჯვებული, რომელსაც  მიუნხენში ოქტობერფესტზე გამგზავრების პრიზი გადაეცემა.

ორი დღის განმავლობაში ღონისძიება ასევე  მოიცავს გურმანული კერძების მრავალფეროვნებას, “ლოვენბრაუს“ ჩამოსასხმელ ლუდს, საინტერესო სოციალურ აქტივობებს, ცოცხალ მუსიკას და DJ-ს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ბავარიულ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა. ოქტობერფესტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სახალხო ფესტივალია, შეიძლება ითქვას მსოფლიოს უდიდესი გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება.

ოქტობერფესტი 200-წლიანი ბავარიული ტრადიციაა, რომელიც ლუდის, საკვებისა და კულტურის გლობალურ დღესასწაულად იქცა.  აქ ყოველწლიურად იკრიბებიან ლუდის მოყვარულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა მიიღონ დაუვიწყარი მიუნხენური გამოცდილება.  „ლოვენბრაუ“ ერთ-ერთი იმ 6 ლუდსახარშს შორის, რომლებსაც ოქტობერფესტში მონაწილეობის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ „ლოვენბრაუ“ ყოველ ოქტობერფესტზე  იყიდება 1810 წლიდან.

მსგავსი სიახლეები

2024-09-27 19:05
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ხელმძღვანელობის შეხვედრა ქალბატონ ქერიმან აქდენიზსა

2022 წელს დაარსებული სამედიცინო ტურიზმის კომპანია Wellmed-Tur-ის საქმიანობის სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ პაციენტების

2024-09-27 14:27
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს 424 მონაწილეს გააერთიანებს / ღვინობისთვის მთავარი მოვლენა 12 ოქტომბე

სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის

2024-09-25 17:19
ბიზნეს ნიუსი

ოქტობერფესტი იწყება - 28-29 სექტემბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობს

ღონისძიებას დაესწრება თბილისი საკრებულის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და „ეფეს საქართველოს“ გენერალურ დირექტორთან ველი

2024-09-20 15:31
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" შეხვედრა სამშენებლო კომპანია ართვინ ჯორჯიას ხელმძღვ

ართვინ ჯორჯიასთვის მომხმარებელთა კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია და მისი უმაღლეს დონეზე შენარჩუნებისათვის მენეჯმენტის

2024-09-19 13:09
ბიზნეს ნიუსი

ავიაკომპანია British Airways ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირდაპირ ფრენებს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები