2024-09-20

17:40

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" შეხვედრა სამშენებლო კომპანია ართვინ ჯორჯიას ხელმძღვანელებთან

ბიზნეს ნიუსი
20-09-2024 15:31

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრებთან ვიზიტების ფარგლებში 19 სექტემბერს ვეწვიეთ 2008 წელს დაარსებული სამშენებლო კომპანია ართვინ ჯორჯიას დირექტორს, ბატონ ოსმან ოზქეთს და კოორდინატორს, ბატონ ზაზა ბერიძეს.

კომპანია ართვინ ჯორჯია უმთავრესად მუშაობს ელექტრო/მექანიკურ და სავენტილანციო პროექტებზე და თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე არსებულ ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორებიცაა: შიშეჯამი, TAV, ეფეს საქართველო, ზირაათ ბანკი, ვაიკიკი, ენკა, და კოკა-კოლა.
ართვინ ჯორჯიასთვის მომხმარებელთა კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია და მისი უმაღლეს დონეზე შენარჩუნებისათვის მენეჯმენტის სისტემას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ართვინ ჯორჯიამ უკვე დაიმკვიდრა ქვეყნის სამშენებლო ბაზარზე საპატიო ადგილი - კომპანია უმეტესად მუშაობს ინდუსტრიულ და კომერციულ პროექტებზე, ჩატარებული აქვს სამშენებლო სამუშაოები სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და ფიტნეს დარბაზების კეთილმოწყობაში.
შეხვედრის დროს ბატონმა ოსმანმა ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარებაში მშენებლობის მნიშვნელოვან როლს და ისაუბრა კომპანიის სამომავლო გეგმებზე.
ამის გარდა, განხილულ იქნა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სახელმწიფო დახმარების პროგრამების ფარგლებში არსებული შესაძლებლობები, სირთულეები, რასაც აწყდებიან ინვესტორები და ბიზნესის ეფექტური მენეჯმენტის განმსაზღვრელი ფაქტორები.
"გურთიადი" წარმატებებს უსურვებს კომპანიასა და მის მენეჯმენტს სამომავლო პროექტებში.
შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, გურთიადის საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
ასოციაციის მიზანია იყოს ისეთი ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის  მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.

მსგავსი სიახლეები

2024-09-20 15:31
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" შეხვედრა სამშენებლო კომპანია ართვინ ჯორჯიას ხელმძღვ

ართვინ ჯორჯიასთვის მომხმარებელთა კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია და მისი უმაღლეს დონეზე შენარჩუნებისათვის მენეჯმენტის

2024-09-19 13:09
ბიზნეს ნიუსი

ავიაკომპანია British Airways ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირდაპირ ფრენებს

2024-09-17 15:09
ბიზნეს ნიუსი

ირაკლი კობახიძე - სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა თანაბრად

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ ზრდაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა ეკონომიკური

2024-09-12 15:40
ბიზნეს ნიუსი

ლევან დავითაშვილი: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ა

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ასევე ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით, მათ

2024-09-11 17:53
ბიზნეს ნიუსი

IWSC საქართველოში რიგით მესამე ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსს ჩაატარებს

ჟიურის შემადგენლობას უხელმძღვანელებს ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები