2024-09-08

03:52

„ზიგზაგს“ახალი მიქს არომატი ლიმონი ლაიმით დაემატა!

ბიზნეს ნიუსი
10-07-2024 15:25

„ეფეს საქართველოს“ არაალკოჰოლური ბრენდების პორტფელს „ნატახტარი ზიგზაგის“ ახალი მიქს არომატი ლიმონი  ლაიმით დაემატა, რომელიც ცოცხალი, ციტრუსოვანი ნოტებით გამოირჩევა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ლიმონი ლაიმით უნივერსალური არომატია, რომელიც საუკეთესო გამაგრილებელი საშუალებაა ზაფხულში და მრავალი მომხმარებლის მოწონებას იმსახურებს. მისმა პოპულარობამ და ტესტირების ფაზაში მიღებულმა დადებითმა შეფასებამ დაადასტურა კომპანიის გადაწყვეტილება აღნიშნული არომატის შექმნაზე.  ამ ეტაპზე,  „ნატახტარი ზიგზაგი“ ლიმონი და ლაიმი საქართველოს მარკეტებში 0.33-ლიტრიან ქილაშია ხელმისაწვდომი.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს მათზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ.  გადაწყვეტილება, შეგვექმნა ახალი პროდუქტი - მომხმარებელთა ფართო კვლევისა და ტესტირების შედეგად მივიღეთ. კვლევამ გამაგრილებელი და ციტრუსოვანი არომატების მიმართ მზარდი მოთხოვნა აჩვენა და  როგორც აშკარა ფავორიტი ლიმონისა და ლაიმის მიქსი გამოიკვეთა.

მინდა აღვნიშნო, რომ არომატების მრავალფეროვნება ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც  საშუალებას გვაძლევს, მივწვდეთ ფართო აუდიტორიას და თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ მისთვის სასურველი გემო.

გემოების მრავალფეროვნება ასევე აღრმავებს  ჩვენს კავშირს ჩვენს ერთგულ მომხმარებლებთან, რადგან ყოველი ახალი არომატი მათი სურვილებისა და მოთხოვნის შესაბამისად იქმნება. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და ჩვენი მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტების შეთავაზებას, რომელიც მათ მოლოდინებს გადააჭარბებს,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ უალკოჰოლო სასმელების მარკეტინგის მენეჯერი გურანდა ნემსაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ბაზარზე ახალი გამაგრილებელი სასმელი  ნატახტარი ზიგზაგი“ 2022 წელს გამოჩნდა, რომელიც კომპანიამ სამომხმარებლო კვლევებითა და პროდუქტის სხვადასხვა გემოების ტესტირებაზე დაყრდნობით  შექმნა. ბაზარზე არსებული ახალი არომატების გარდა, „ზიგზაგი“ მომხმარებლებს დამატებით ორ განსხვავებულ მიქსს სთავაზობს, ესენია: ფორთოხალი მანდარინით და ჯანჯაფილი დარიჩინითა და ლიმონით. 

 

მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია მომავალში სხვა ახალი არომატების დამატებასაც არ გამორიცხავს. 

 

მსგავსი სიახლეები

2024-09-03 17:32
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის

გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით ქალბატონებს ვიზიტისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ პროფესიულ საქმიანობაში.

2024-08-30 14:48
ბიზნეს ნიუსი

საქსტატი - 2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13.0 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის ცნობით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა

2024-08-29 15:08
ბიზნეს ნიუსი

„ქარვას“ მე-15 ზაფხულის კამპანია გრძელდება!

კამპანიაში მონაწილეობის მიღება მარტივია: იპოვე ბოთლის თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდი, შეიყვანე

2024-08-27 16:53
ბიზნეს ნიუსი

ყველაზე მასშტაბურ ღვინის ფესტივალს ტრადიციულად გურჯაანი უმასპინძლებს

ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეექვსედ იმართება, 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და

2024-08-26 14:51
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ქალ მეწარმე

ასოციაციის სახელით, მზადყოფნას ვაცხადებთ, ჩვენს სტუმრებს დახმარება აღმოვუჩინოთ საქართველოში კომპანიის დაარსებასთან დაკავშირებით





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები