2024-06-30

14:37

მარიამ ქვრივიშვილი: დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკების შედეგს ოპტიმისტურად ვაფასებთ

ბიზნეს ნიუსი
27-06-2024 15:46

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველო აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს გაწეული საქმიანობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობისთვის. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების დაწყებით და აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანულ ავიაკომპანიებთან ამ მიმართულებით. 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბრიტანეთის ბაზარი პრიორიტეტულია საქართველოს ტურიზმისა და ავიაციისთვის. „ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ მოლაპარაკება პირდაპირი ფრენების დაწყებაზე პოზიტიური შედეგით დასრულდება. საქართველოს ავიაციის ბაზარი ზრდადია, განსაკუთრებით, ევროპის მიმართულებების ხარჯზე. ჩვენი ინტერესია, რომ ევროპის სხვა წამყვან სახელმწიფოებს შორის ბრიტანეთიც ვიხილოთ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ამ ქვეყნიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ბრიტანულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების პარალელურად, ჩვენ განვიხილავთ ბრიტანეთის ბაზარზე აქტიური მარკეტინგული კამპანიის გამართვას საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზების მიზნით“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

შეხვედრის დასასრულს, მარიამ ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიაფრენების დაწყების მიმართულებით მიმდინარე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება, რაც ორივე ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები

2024-06-28 15:37
ბიზნეს ნიუსი

Social Impact Award 2024-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებული

2024-06-27 17:56
ბიზნეს ნიუსი

საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ეკონომიკური პარტნიორობის შესახე

2024-06-27 15:46
ბიზნეს ნიუსი

მარიამ ქვრივიშვილი: დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკების შედე

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბრიტანეთის ბაზარი პრიორიტეტულია საქართველოს ტურიზმისა და ავიაციისთვის. „ჩვენ ოპტიმისტურად

2024-06-18 16:07
ბიზნეს ნიუსი

„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს

განსაკუთრებით სასიხარულოა ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება წელს, როცა კომპანია 30 წლის იუბილარია

2024-06-18 15:35
ბიზნეს ნიუსი

ალტკოინები, როგორც სავაჭრო შესაძლებლობები

სხვა აღსანიშნავი ფაქტორები მოიცავს HODLing და არბიტრაჟს. პირველი ვარიანტი არის გრძელვადიანი, ხოლო მეორე მოკლევადიანი, რომელიც მოითხოვს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.8101
EUR: 3.0082
GBP: 3.5539

კატეგორიები