2025-10-26

02:20

VIDEO: ეროვნული ბანკის ევრო 2024-ის მონეტა ოქროს და ვერცხლის იქნება

ბიზნეს ნიუსი
14-06-2024 15:16

ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შესაბამისი დიზაინის შესაქმნელად მუშაობა დაიწყო, რის შედეგადაც ფედერაციამ უზრუნველყო ვერცხლისა და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების მომზადება.
მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდან არის აღებული და სრულად შეესაბამება მის ბრენდბუქს.
მონეტის ერთ მხარეს გამოსახულია ნაკრების ლოგო (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით) და ლოგოს დიზაინის მთავარი სიმბოლო - მხედარი (პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც საკუთარ თავში სისუსტის დაძლევის სიმბოლოს. მონეტაზე დატანილია წარწერა "მე ვარ საქართველო", რაც ბრენდის სლოგანი და ვერბალური იდენტობაა, რომელიც მის იდეოლოგიას ახმოვანებს და ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს.
მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია ნაკრების ფეხბურთელთა მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც ნაკრების ახალ ბრენდთან ერთად შეიქმნა და ერთგვარად გადმოსცემს ბრენდის ფილოსოფიას. მონეტა შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, ევრო 2024-სადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტები სიმბოლურად ყოველთვის საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელების წარმატებასთან იქნება დაკავშირებული.
"ჩვენი ნაკრების ისტორიული მიღწევის აღსანიშნად, როგორც იცით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტში ევრო 2024-სადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტის გამოშვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტების დიზაინზე, რომელიც ოქროსა და ვერცხლის იქნება, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვიმუშავეთ. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მიმდინარე ეტაპზე პარტნიორად შერჩეულ ლიეტუვის ზარაფხანაში დაწყებულია ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტების დამზადების პროცესი, რომლის დასრულება და რეალიზაცია მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1292

მსგავსი სიახლეები

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-01 15:00
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები