2024-06-23

06:33

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საფოსტო მარკა „საქართველო ევროპაზე“ გამოიცა

ბიზნეს ნიუსი
12-06-2024 17:28

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, „საქართველოს ფოსტამ“ მარკის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ვეტერანმა ფეხბურთელმა, საქართველოს ფეხბურთის  ფედერაციის აღმასკომის წევრმა გოჩა ჯამარაულმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები. საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ  გოჩა ჯამარაულს საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისადმი  მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, 26 მარტს, „დინამო არენაზე“, საქართველომ საბერძნეთს დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში სძლია, რითიც ისტორია დაიწერა და საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. სწორედ ამ წარმატებას მიეძღვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საფოსტო მარკა - „საქართველო ევროპაზე.“ აღსანიშნავია, რომ მარკას მსოფლიო საფოსტო კავშირი მის 191 წევრ ქვეყანას გაუგზავნის, რაც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას. მარკის ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან  არსებულმა მარკების კომისიამ კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მოკლე ვადებში შეიმუშავა და დაამტკიცა მარკის დიზაინი, რომელიც ეხება ისტორიულ გამარჯვებას - საქართველოს ნაკრების გასვლას ევროპის ჩემპიონატზე. აღსანიშნავია რომ მარკა შედგება ბლოკისგან, რომელიც მოიცავს 3 შინაარსს - იგი აღწერს ძირითადად იმ ემოციებს, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ გამარჯვების მომენტში ასახულ სცენებთან“ - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

მისივე თქმით, ქართული მარკა 40.000-იანი ტირაჟით მიმოქცევაშია 2024 წლის 12 ივნისიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. 

საფოსტო მარკა, გარდა მისი ძირითადი დანიშნულებისა, ასევე წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთ მახასიათებელს და გამოვლინებას, ამიტომაც მას ხშირად ქვეყნის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. საფოსტო მარკა უნდა პასუხობდეს მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდებასა და მოთხოვნებს, მასში ასახული უნდა იყოს ქვეყნის კულტურა და ისტორიული წარსული, მეცნიერებისა და კულტურის ყველა სფერო, ფლორა და ფაუნა, მიღწევები სპორტში, საშინაო და საგარეო ცხოვრების მთავარი მოვლენები და სხვა.

მსგავსი სიახლეები

2024-06-18 16:07
ბიზნეს ნიუსი

„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს

განსაკუთრებით სასიხარულოა ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება წელს, როცა კომპანია 30 წლის იუბილარია

2024-06-18 15:35
ბიზნეს ნიუსი

ალტკოინები, როგორც სავაჭრო შესაძლებლობები

სხვა აღსანიშნავი ფაქტორები მოიცავს HODLing და არბიტრაჟს. პირველი ვარიანტი არის გრძელვადიანი, ხოლო მეორე მოკლევადიანი, რომელიც მოითხოვს

2024-06-17 14:50
ბიზნეს ნიუსი

HERBALIFE დაბალანსებული კვების კატეგორიაში GOLDEN BRAND-ის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა

Herbalife 1980 წელს დაარსდა, თუმცა მისი პროდუქცია საქართველოში 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს

2024-06-14 15:16
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ეროვნული ბანკის ევრო 2024-ის მონეტა ოქროს და ვერცხლის იქნება

მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდან არის აღებული და სრულად შეესაბამება მის ბრენდბუქს.

2024-06-13 15:09
ბიზნეს ნიუსი

ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა

რომელი იქნება შემდეგი მოდური მიმართულება, რათა განახორციელოთ ინვესტიცია ტურიზმის ინდუსტრიაში, შეიძინოთ მეორე სახლი, დაარსოთ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.8001
EUR: 2.9916
GBP: 3.5382

კატეგორიები