2024-06-16

09:55

შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების სადარაჯოზე

ბიზნეს ნიუსი
23-05-2024 14:10

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, სკოლის მოსწავლეები შავი ზღვის ეკოსისტემას სწავლობენ!

ანაკლიის, ბათუმის, ბობოყვათის, გონიოს, ქობულეთისა და ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეები დელფინების მონიტორინგში ჩაერთნენ. მოსწავლეთა ჯგუფი ათდღიანი ინტერვალებით ახორციელებს დელფინების მონიტორინგს საქართველოს სანაპიროზე და სპეციალური პროტოკოლების მეშვეობით აღრიცხავს მათ გამოჩენას სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ფოთსა და გონიოში.

ახალგაზრდების საგანმანათლებლო მოგზაურობა სასწავლო სემინარებით დაიწყო, რომელთაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა. სემინარების მსვლელობაში, მოზარდები შავი ზღვის გამოცდილ მკვლევარებს შეხვდნენ და ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე, ეკოსისტემის საფრთხეებსა და ზღვის დაცვისა და შენარჩუნების გზებზე უამრავი ინფორმაცია მიიღეს.

სემინარების ყველაზე აქტიური და დაინტერესებული მონაწილეები თავად ჩაერთნენ ზღვის ბიომრავალფეროვნების კვლევაში და ამჟამად საკუთარი წვლილი შეაქვთ შავი ზღვის შესწავლისა და დაცვის საქმეში.

მომავალი თვეების მანძილზე, მოზარდები ასევე ჩაერთვებიან სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და გარემოსდაცვით აქტივობაში, მათ შორის, სანაპიროს დასუფთავებასა და დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობებში. საგანმანათლებლო მოგზაურობის დასკვნითი ღონისძიება ოქტომბრის ბოლოს, ბათუმში, შავი ზღვის დღეს გაიმართება.

ამ ახალგაზრდული საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით. 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და UNDP-ის რეგიონული პროექტის „ევროკავშირი შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის“ (EU4EMBLAS) ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინის მთავრობებთან პარტნიორობით.

2014-2019 წლებში, EU4EMBLAS პროექტის ფარგლებში, ჩატარდა შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის რამდენიმე კვლევა საერთაშორისო მკვლევარების ჩართულობით. 

აღნიშნული კვლევების ბოლო ანგარიში 2020 წელს გამოქვეყნდა. დოკუმენტში მოყვანილი იყო შავი ზღვის ეკოსისტემის მონიტორინგის ყოვლისმომცველი შედეგები იმ დროისთვის არსებული გამოწვევისა და დადებითი ტენდენციის ჩათვლით. საქართველოს სანაპირო ზოლისა და ზღვის მონიტორინგის შედეგად, კვლევამ სხვდასხვა სახის ეკოლოგიური საფრთხე გამოავლინა, მათ შორის, სანაპიროს პლასტმასით დაბინძურება (90.5 ნივთი 1 კვადრატულ კილომეტრზე), 2,000 მეტრის სიღრმეზე მიკროპლასტმასის არსებობა, ქიმიური დაბინძურება და ინვაზიური, ანუ შემოჭრილი, სახეობების რიცხვის ზრდა. 

დადებით ტენდენციებს შორის აღინიშნებოდა დაბინძურებისადმი მგრძნობიარე სახეობების მედეგობის გაზრდა და ევროპული ხამანწკის დაბრუნება, რომელიც 1940-იანი წლებიდან გადაშენებულ სახეობად ითვლებოდა.

ევროკავშირისა და UNDP-ის თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინის მთავრობებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობასთან EU4EMBLAS პროექტის მიმდინარე ფაზაში, 2025 წლის აპრილამდე გაგრძელდება. სხვა აქტივობებთან ერთად, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა, ზღვისა და სანაპირო ზოლის დაბინძურების შემცირება და რეკომენდაციების შემუშავება შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვისთვის.

EU4EMBLAS პროექტის შესახებ:

ევროკავშირისა და UNDP-ის რეგიონული პროექტი „ევროკავშირი შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის“ (EU4EMBLAS) საქართველოსა და უკრაინის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ხორციელდება და შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და დაცვას ემსახურება. პროექტის მიმდინარე ფაზა მიზნად ისახავს მონიტორინგის მხრივ არსებული შესაძლებლობების გაღრმავებას და შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის სტანდარტებისა და დირექტივების, მათ შორის, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივის (WDF) შესაბამისად. 2013 წლიდან, პროექტის ბიუჯეტი 6.65 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს.

ევროკავშირის შესახებ:

ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა ოცდაათ წელს ითვლის. ევროკავშირი  მხარში უდგას საქართველოს წინსვლასა და განვითარებას როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებითა და ექსპერტიზისა და ინოვაციის ხელშეწყობით, ისე ფინანსური მხარდაჭერით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საერთო ღირებულებებს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ EU4Georgia ვებგვერდზე.

ფოტოს ავტორი: UNDP უკრაინა/ელენა გლადილინა

მსგავსი სიახლეები

2024-06-14 15:16
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ეროვნული ბანკის ევრო 2024-ის მონეტა ოქროს და ვერცხლის იქნება

მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდან არის აღებული და სრულად შეესაბამება მის ბრენდბუქს.

2024-06-13 15:09
ბიზნეს ნიუსი

ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა

რომელი იქნება შემდეგი მოდური მიმართულება, რათა განახორციელოთ ინვესტიცია ტურიზმის ინდუსტრიაში, შეიძინოთ მეორე სახლი, დაარსოთ

2024-06-12 17:28
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საფოსტო მარკა „საქართვ

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, კულტურისა და სპორტის

2024-06-11 15:43
ბიზნეს ნიუსი

საუკუნის გამოცდილება - თქვენს ჭიქაში!

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშირისო გამოფენაზე, კომპანიის მიერ ჩამოსხმულმა ღვინომ მაღალი ინტერესი გამოიწვია გამოფენის ფარგლებში

2024-06-05 09:40
ბიზნეს ნიუსი

დაბა ანასეულში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა კოორდინაციის ს

TIKA-ს მიერ, 2022 წელს, გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის წევრთათვის სკების თაფლის წარმოებისთვის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.8688
EUR: 3.0682
GBP: 3.6471

კატეგორიები