2025-10-30

19:16

ახალი კვლევა შეისწავლის საჯარო მოხელეთა დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ

ბიზნეს ნიუსი
28-02-2024 11:38

29 თებერვალს, 14:30 საათზე სასტუმროში ‘სტამბა’ (მერაბ კოსტავას ქუჩა 14, თბილისი) გაიმართება ახალი კვლევის წარდგენა „რას ფიქრობენ საჯარო სექტორში ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე“.

კვლევა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით და დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ნორვეგიისა და შვედეთის მხარდაჭერით. კვლევა განახორციელა ორგანიზაციამ 'Applied Research Company' (ARC).

კვლევა მიმოიხილავს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მოსაზრებებს მათი სამუშაო პირობების შესახებ, შეისწავლის საჯარო მოხელეთა აღქმებსა და დამოკიდებულებებს ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და გამოავლენს არსებულ გამოწვევებს საჯარო მოხელეთა ინფორმირებულობისა და საჯარო სექტორში არსებული მიდგომებისა და პრაქტიკის მხრივ.

ღონისძიებას დაესწრებიან:

·         მაია დვალიშვილი, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილე

·         დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში

·         ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში

·         ნიკოლას სენდროვიჩი, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და განვითარების სექციის ხელმძღვანელი

·         კრის რეილი, დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელი

·         რებეკა ლი, ნორვეგიის ელჩის მოადგილე საქართველოში

უკან დაბრუნება

ნანახია: 1249

მსგავსი სიახლეები

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-01 15:00
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები