2025-10-09

04:00

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

სპორტი
08-10-2025 14:20

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი - “დედა და ილია” ახალ მასშტაბზე გადადის. გიორგი კეკელიძის ავტორობით გამოცემული ბიოგრაფიული ნაწარმოები უკვე ესპანურ ენაზეა ხელმისაწვდომი. წაგნი რამდენიმე დღის წინ ჩაეშვა გაყიდვაში და ესპანეთში ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებში და ასევე, მისი შესძენა შესაძლებელია ონლაინ - Todostuslibros და Amazon.es . “დედა და ილია” - მოგვითხრობს საქართველოს უახლესი ისტორიის მძიმე პერიოდის, ოკუპაციის, დევნილობის, ემიგრაციისა და სირთულეების მიუხედავად, მუდამ გამარჯვებისკენ სწრაფვაზე, - გზა რომელიც ილია თოფურიას დედამ და ოჯახმა გაიარა, სოხუმი - ჭუბერი - რუსთავი - ჰალე - რუსთავი - ალიკანტე - კალიფორნია და დიდი გამარჯვება. SMH Sports-მა ინგა ბენდელიანი-თოფურიასთან და გიორგი კეკელიძესთან ერთად, პარტნიორული შეთანხმება გააფორმა, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ესპანურ Grupo Planeta-სთან, რომელმაც გამოსცა წიგნი ესპანურ ენაზე. Grupo Planeta არის წამყვანი ესპანური საკომუნიკაციო ჯგუფი, რომელიც 1949 წელს დაარსდა ბარსელონაში და ამ დროისთვის, არის წამყვანი საგამომცემლო ჯგუფი ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში. კომპანია ასევე წარმატებით ოპერირებს საფრანგეთში. Grupo Planeta ერთ-ერთი უდიდესი ესპანური მულტიმედიური ჯგუფია მედია სივრცეში. “დედა და ილია” ქართულ ენაზე ერთი წლის წინ გამოიცა და ამ პერიოდის განმავლობაში ბესთსელერის ადგილს შეუცვლელად იკავებს. წიგნის შეძება მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსსა” და veli.store-ზე არის შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები