2025-09-12

21:13

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

სპორტი
12-09-2025 17:50

Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისში საფეხბურთო ლეგენდების მონაწილეობით კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. ამჯერად შეხვედრა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის - დინამო თბილისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. 


საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად თბილისს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, აიაქსის ლეგენდების გუნდი ესტუმრება. ამსტერდამელები ამხანაგურ შეხვედრაში დინამოს ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდებიან. მატჩი 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ორივე კლუბის მხრიდან სხვადასხვა თაობის გამორჩეული მოთამაშეები მიიღებენ.


ოთო მუმლაძე, Sports Orient-ის დამფუძნებელი - “ჩვენმა კომპანიამ მსგავსი ტიპის მატჩების ორგანიზებაში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა მაინც განსაკუთრებულ სტატუსს ატარებს. ამსტერდამის აიაქსი მსოფლიო ფეხბურთის გრანდია და როდესაც ასეთი კლუბი საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობს, ეს ძალიან დიდი პატივია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამხელა კვალი დატოვა დინამო თბილისმა 100 წლის განმავლობაში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჩვენი კომპანიის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო როგორც დინამო თბილისს ნდობისთვის, ასევე ამსტერდამის აიაქსს და ყველა იმ კომპანიასა თუ ადამიანს ვინც ამ მატჩის ორგანიზებაში იქნება ჩართული. მჯერა, რომ ჩვენს მიერ ორგანიზებული სხვა შეხვედრების მსგავსად გულშემატკივარს ახლაც დაუვიწყარ ემოციებს ვაჩუქებთ.”


რომან ფიფია, დინამო თბილისის პრეზიდენტი - “ჩვენი კლუბის ისტორია უკვე ერთ საუკუნეს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში დინამომ მის გულშემატკივარს უამრავი დაუვიწყარი მომენტი აჩუქა. მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან თარიღს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბთან ერთად აღვნიშნავთ. როდესაც კლუბის იუბილეზე ასეთი რანგის გუნდის ჩამოდის სტუმრად ეს ძალიან დიდი დაფასებაა. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ორგანიზატორებს, ასევე თავად ამსტერდამის აიაქსს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი გამორჩეული საფეხბურთო საღამო ელის.”


დენი ბლინდი, აიაქსის ლეგენდების გუნდის მთავარი მწვრთნელი: დიდი პატივია, რომ დინამო თბილისმა 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მატჩზე მიგვიწვია. მოუთმენლად ველით ულამაზეს ქალაქ თბილისში სტუმრობას და დინამო არენაზე თამაშს.


შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 15 სექტემბრს დაიწ TKT.ge-ზე დაიწყება. ბილეთები შემდეგ  საფასო კატეგორიებში იქნება ხელმისაწვდომი - 10, 15, 20, 25 და 30 ლარი.


მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები