2025-05-17

14:56

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს

სპორტი
16-05-2025 12:38
ხელბურთში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები E ჯგუფში იასპარეზებს შვედეთთან, ხორვატიასა და ნიდერლანდებთან ერთად.
E ჯგუფის მატჩები შვედეთში ქალაქ მალმოში გაიმართება.

წილისყრის სრული შედეგები:

A ჯგუფი: გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, სერბეთი;

B ჯგუფი: დანია, პორტუგალია, ჩრდ. მაკედონია, რუმინეთი;

C ჯგუფი: საფრანგეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, უკრაინა;

D ჯგუფი: სლოვენია, ფარერი კუნძულები, მონტენეგრო, შვეიცარია;

E ჯგუფი: შვედეთი, ხორვატია, ნიდერლანდები, საქართველო;

F ჯგუფი: უნგრეთი, ისლანდია, პოლონეთი, იტალია.

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. ფინალურ ეტაპზე გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა; ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით - ანგარიშით 29:26 - დასრულდა.
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წელს გერმანიაში იასპარეზა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.
კონტინენტის პირველობა 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 ქვეყანა მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ

2025-05-16 12:38
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წელს გერმანიაში

2025-05-15 10:28
სპორტი

საქართველო 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფში იასპარეზებს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლის შანსი აქვს

2025-05-13 18:34
სპორტი

პარაძიუდოისტები საბა ბაღდავაძე და გიორგი ქალდანი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ!

ასევე პარაძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა (-70 კგ) ფინალში იაპონელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა

2025-05-12 13:31
სპორტი

თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიოს თასის მეორე დღეს ქართველმა პარაათლეტებმა 12 მედალი მოიპოვ

ჩემპიონობა აკაკი ჯინჭარაძემ (+ 107კგ) იზეიმა. მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში 240 კილოგრამი ასწია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები