2025-05-12

17:59

თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიოს თასის მეორე დღეს ქართველმა პარაათლეტებმა 12 მედალი მოიპოვეს

სპორტი
12-05-2025 13:31
თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი პარასპორტსმენები წარმატებით მონაწილეობენ. ტურნირის მეორე დღეს სხვადასხვა წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების 17 პარაათლეტი მონაწილეობდა. ტურნირის მეორე დღეს ქართველმა პარაძალოსნებმა 12 მედალი მოიპოვეს, აქედან ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და რვა ბრინჯაოსი.
ჩემპიონობა აკაკი ჯინჭარაძემ (+ 107კგ) იზეიმა. მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში 240 კილოგრამი ასწია და ოქროს მედალი მოიპოვა. სამი მისვლის ჯამში კი 475 კილოგრამი ჩათვალა და მეორე ოქროს მედალს დაეუფლა.
ვიცე-ჩემპიონები მირანდა გიგაშვილი (61 კგ) და მაკა კვინჩია (85 კგ) გახდნენ. მირანდა გიგაშვილმა ორჭიდის ჯამში 200 კილოგრამი დააფიქსირა, მაკა კვინჩიამ კი ინდივიდუალურ ასპარეზობაში 129 კილოგრამი დასძლია, ხოლო სამი მისვლის ჯამში 366 კილოგრამი ასწია და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედალს თემო დადიანი (72 კგ), გვანცა გულორდავა (73 კგ), ნინო საბაშვილი (79 კგ) და გიორგი ლაცაბიძე (+ 107 კგ) დასჯერდნენ. თემო დადიანმა სამი მისვლის ჯამში 380 კილოგრამი ასწია; გვანცა გულორდავამ ინდივიდუალურ მისვლაში 89 კილოგრამი ასწია, სამი მისვლის ჯამში 270 კილოგრამი ჩათვალა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; ნინო საბაშვილმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში 70 კილოგრამი დასძლია, სამი მისვლის ჯამში 175 კილოგრამი ასწია და ორ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა; გიორგი ლაცაბიძემ კი 227 კილოგრამი დასძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თბილისის 2025 წლის მსოფლიოს თასი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

2025-05-12 13:31
სპორტი

თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიოს თასის მეორე დღეს ქართველმა პარაათლეტებმა 12 მედალი მოიპოვ

ჩემპიონობა აკაკი ჯინჭარაძემ (+ 107კგ) იზეიმა. მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში 240 კილოგრამი ასწია

2025-05-11 11:20
სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველო ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირს უმას

პრესტიჟული ტურნირის საქართველოში ჩატარება სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძისა და ციგურაობის

2025-05-09 10:38
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს

პირველი ტაიმი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 16:14 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს

2025-05-08 14:50
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს!

„პარი სენ-ჟერმენმა" „არსენალი" პირველ შეხვედრაში „ემირეიტსის სტადიონზე" 1:0 დაამარცხა.

2025-05-07 11:10
სპორტი

საქართველოს 17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვა

20-წლამდელთა ძალოსანთა ნაკრებიდან გოგა ჯაჯვანმა (89 კგ) ატაცში 162 კგ დაძლია და ბრინჯაოს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები