2025-05-12

09:14

ისტორიაში პირველად საქართველო ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

სპორტი
11-05-2025 11:20
საერთაშორისო საციგურაო კავშირის გადაწყვეტილებით (ISU) საქართველოში ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირი სახელწოდებით „თრიალეთის თასი 2025" პირველად გაიმართება. ტურნირს მიმდინარე წლის 8-11 ოქტომბერს ახლად აშენებული თბილისის ყინულის არენა უმასპინძლებს.
ტურნირი მამაკაცების, ქალების, სპორტული წყვილებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში მოეწყობა. წელს ოთხივე სახეობაში „ჩელენჯერის" ტურნირები მხოლოდ საქართველოში, იაპონიაში, გერმანიასა და ხორვატიაში გაიმართება.
პრესტიჟული ტურნირის საქართველოში ჩატარება სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძისა და ციგურაობის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ კიმ ჯეი იულის შეხვედრისას გადაწყდა. შალვა გოგოლაძე ISU-ს პრეზიდენტს ბოსტონში გამართულ ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვდა.
„ჩელენჯერის სერიის" ტურნირები საერთაშორისო საციგურაო კავშირის ინიციირებით 2014-2015 სპორტული სეზონიდან იმართება და მისი შედეგი სენიორების კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენებისათვის მნიშვნელოვანია. სწორედ „ჩელენჯერის სერიის" ტურნირებზე ეძლევათ სპორტსმენებს შესაძლებლობა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის მისაღებად მინიმალური ქულები დააგროვონ და ასევე მსოფლიო სარეიტინგო სიაში მაღალ პოზიციებს მიაღწიონ. ტურნირი სპორტსმენებს ახალი პროგრამების წარმოდგენისა და მეტი საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
თბილისში გასამართ ტურნირზე მსოფლიოს არაერთი მაღალი რეიტინგის მქონე ფიგურული მოციგურავე იასპარეზებს. ISU-მ საქართველოს მსგავსი მასშტაბის ტურნირის ჩატარების უფლება პირველივე განაცხადის გაკეთებისთანავე მისცა.

მსგავსი სიახლეები

2025-05-11 11:20
სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველო ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირს უმას

პრესტიჟული ტურნირის საქართველოში ჩატარება სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძისა და ციგურაობის

2025-05-09 10:38
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს

პირველი ტაიმი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 16:14 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს

2025-05-08 14:50
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს!

„პარი სენ-ჟერმენმა" „არსენალი" პირველ შეხვედრაში „ემირეიტსის სტადიონზე" 1:0 დაამარცხა.

2025-05-07 11:10
სპორტი

საქართველოს 17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვა

20-წლამდელთა ძალოსანთა ნაკრებიდან გოგა ჯაჯვანმა (89 კგ) ატაცში 162 კგ დაძლია და ბრინჯაოს

2025-05-06 11:54
სპორტი

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფეხბურთელთა ნაკრები "ევროპის მედიათასის" ვიცე-ჩემპიონია!

ტურნირის სასტარტო შეხვედრაშივე ჩემპიონთან მოგვიწია დაპირისპირება და პირველი რევანშიც შედგა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები