2025-05-09

18:42

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს!

სპორტი
08-05-2025 14:50
„პარი სენ-ჟერმენმა" საკუთარ სტადიონზე „არსენალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ფრანგულმა კლუბმა ინგლისურ კლუბს ორი მატჩის ჯამში 3:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალური საგზური მოიპოვა.
„პარი სენ-ჟერმენმა" „არსენალი" პირველ შეხვედრაში „ემირეიტსის სტადიონზე" 1:0 დაამარცხა.
ფინალში პარიზული კლუბი „მილანის ინტერს" დაუპირისპირდება, რომელიც 31 მაისს გერმანიაში გაიმართება.
ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ლიგა 1-ის ჩემპიონობა უკვე იზეიმა. ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია A-ს გამარჯვებულიცაა - „ნაპოლიში“ თამაშის პერიოდში, 2023 წელს, 33 წლის შემდეგ, კლუბი პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი.
ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის" რიგებს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, ხვიჩა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „The Best FIFA Football Awards 2023“-ზე (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია) საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის დასახელდა. 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალისტიც იყო.

მსგავსი სიახლეები

2025-05-09 10:38
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს

პირველი ტაიმი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 16:14 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს

2025-05-08 14:50
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს!

„პარი სენ-ჟერმენმა" „არსენალი" პირველ შეხვედრაში „ემირეიტსის სტადიონზე" 1:0 დაამარცხა.

2025-05-07 11:10
სპორტი

საქართველოს 17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვა

20-წლამდელთა ძალოსანთა ნაკრებიდან გოგა ჯაჯვანმა (89 კგ) ატაცში 162 კგ დაძლია და ბრინჯაოს

2025-05-06 11:54
სპორტი

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფეხბურთელთა ნაკრები "ევროპის მედიათასის" ვიცე-ჩემპიონია!

ტურნირის სასტარტო შეხვედრაშივე ჩემპიონთან მოგვიწია დაპირისპირება და პირველი რევანშიც შედგა

2025-05-05 12:55
სპორტი

"გურთიადის" თავმჯდომარემ, ბატონმა ოქტაი ოზთურქმა ანკარაში, ვეტერანთა შორის გამართულ მაგიდი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" სახელით ვულოცავთ ბატონ ოქტაი ოზთურქს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები